PHOTO: ლოცვა, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს დილას

0
169
25 Views

ადამიანებს, ვისაც დრო არაქვს ძილის შემდეგ და ძილის წინ ლოცვები წაიკითხონ, დაწერილია მოკლე ლოცვები, რომლებიც აუცილებლად ყველა ქრისტიანმა უნდა იკითხოს ყოველ დილით და საღამოს.

PHOTO: ლოცვა, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს დილას

დილის მოკლე ლოცვანი

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, დაარა თანა წარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

Cesko