„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 ივნისს 00:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში, ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნურადინ-ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, ვახუშტი ბატონიშვილის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ქუჩებზე, ჩილიპირებში.
10 ივნისს 13:00-დან 15:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო.
10 ივნისს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, არანისი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.