როდის უნდა შევიდეთ წელს ზღვაში და როდისაა ის საშიში – კითხვას პასუხი გაეცა

0
106
22 Views

ზაფხულში ადამიანებს წყალში დახრჩობის შემთხვევები ყოველთვის მატულობს. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ დახრჩობის მიზეზი ხშირად არა დინება და წყლის სიღრმე, არამედ გულის შეტევა ხდება.

როდის არის წყალი საშიში, რა უნდა გაითვალისწინოთ პაპანაქება სიცხეში წყალში შესვლისას, რომ ბანაობა უსაფრთხოდ დასრულდეს – რჩევებს ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მოგვცემს.

” არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შუადღის თაკარა სიცხეში წყალში პირდაპირ შესვლა, არც დილით ძალიან ადრე, ან გვიან საღამოს! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წყალში შესვლისთანავე მთელი ტანით ჩაყურყუმელავდეთ ან ჩაყვინთოთ.

ჯერ უნდა აიღოთ მუჭით წყალი და ნელ-ნელა დაისხათ, გულ-მკერდზე, კისერზე და ასე შემდეგ… ადამიანები გაოფლიანებულები შევარდებიან წყალში, რასაც ხდება სისხლძარღვების სპაზმი და გულის შეტევა მოჰყვება. ძალიან გაახლაგზარდავდა გულის დაავადებები. ადრე თუ გულის ინფაქტი 40 წლის შემდეგ იყო, ახლა ბევრი შემთხვევა უფრო ახალგაზრდა ასაკშია. არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ეს იწვევს უამრავ პრობლემას! ახალგაზრდებს წყალზე უყვართ ერთმანეთის გახუმრება, შეშინება, უცებ ერთმანეთს წყლის დიდ ტალღაში შეაგდებენ… ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია! შიში და სტრესი იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, შიში უცაბედად განვითარებული სტრესია ორგანიზმისთვის! შეიძლება ადამიანი ძალიან ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ძლიერი შიშის შედეგად, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნას გულთა სისხლძარღვის…” – ამბობს მელია.

აგრეთვე გთავაზობთ – ყველას საყურადღებოდ: შარშანდელი სტატისტიკა, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა – უმძიმესი ინფორმაცია, რომელიც წელს მაინც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ:

2023 წლის ზა­ფხუ­ლის ორ თვე­ში, კერ­ძოდ, 1-ლი ივ­ნი­სი­დან 23 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, წყალ­ში 22 ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო, მათ შო­რის, 9 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, 3 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი, ზღვა­ში და­იხ­რჩო, 12 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 5 არას­რულ­წლო­ვა­ნი – მდი­ნა­რე­ში, 6 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი – ტბა­ში, 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი კი აუზ­ში და­იხ­რჩო.

რაც შე­ე­ხე­ბა ზღვა­ში, მდი­ნა­რე­ში, ტბა­ში, აუზ­ზე გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კას – სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1-ლი ივ­ნი­სი­დან 23 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, 67 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს.

Cesko