ყველაზე გულწრფელი და მართლის მთქმელი ზოდიაქოს ნიშნები

0
121
36 Views

ან ხარ გულწრფელი, ან არა. ადამიანები, რომლებსაც ეს თვისებები აქვთ, სიმართლეს ყოველთვის ყველაფერზე წინ აყენებენ. ვარსკვლავების თანახმად, ზოდიაქოს ორი ნიშნის წარმომადგენლები სხვებზე გაცილებით მეტად მიდრეკილნი არიან თავიანთი აზრების ღიად დაფიქსირებისკენ და როდესაც რამეს ამბობენ, თითქმის 100%-ით შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ გულშიც იმავეს ფიქრობენ.

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არ ერიდებიან თავიანთი ემოციების ღიად გამოხატვას. ამ ნიშნის წარმომადგენლები არ აქცევენ ყურადღებას და არ იაზრებენ, რას იტყვიან მათზე გარშემო მყოფები, თავიანთი პირდაპირობით მათ შეუძლიათ სერიოზულად აწყენინონ ადამიანს და ხასიათის ამ თვისების გამო ბევრი მომდურავიც ჰყავთ. მათ არ შეუძლიათ თავიანთი სიტყვების შელამაზება – პირდაპირ მოგახლიან, რასაც ფიქრობენ და დიდად არც გამოთქმებს შეარჩევენ. სამაგიეროდ მათი ნდობა ყოველთვის შეიძლება, ისინი პირში არასდრის გელაქუცებიან და ზურგსუკან სამარეს არ გითხრიან. თუ სათქმელი აქვთ, თქვენვე გეტყვიან პირდაპირ. ეს თვისება კი, მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილად დასაფასებელია. ვერძის ნიშნის წარმომადგენლები თუ ეცდებიან, რომ სიმართლე უხეშად არ თქვან და ცოტა ტაქტი მოიშველიონ, კარგი იქნება.

ქალწულები, ისევე როგორც ვერძები, თავიანთ აზრს სხვებისაზე მაღლა აყენებენ. ისინი ხელიდან არ გაუშვებენ შესაძლებლობას, რომ საუბარში თავიანთი რეპლიკა ჩაურთონ, ამასთან, სხვების აზრი მათთვის დიდად საინტერესო არ არის. ქალწული არასდროს არაფერს ამბობს ღიად იმისთვის, რომ ვინმეს ჩრდილი მიაყენოს ან თავისი უპირატესობა დაატკიცოს, მას ეს არ სჭირდება, უბრალოდ, მას სჯერა თავისი სიმართლის. ქალწულები კი, მოგეხსენებათ, პერფექციონისტები არიან და არა მარტო საკუთარი თავის, არამედ მთელი სამყაროს სრულყოფისკენ ისწრაფვიან – ეს არის მათი მიზანი მაშინაც, როდესაც ღიად და შეუაფარავად გამოთქვამენ კრიტიკას, ან საუბარში არასწორ გამოთქმას შეგისწორებენ, ან უადგილო ადგილას დაგდებული ქაღალდის თუ ნამწვის გამო მიგითითებენ.

Cesko