“უცებ, კახი ადგა და ამბობს – მოდი, ახლა ნიკა წულუკიძეს გაუმარჯოსო!…ეს დღე არასდროს დამავიწყდება “

0
165
23 Views

ნიკა წულუკიძე კვირის პალიტრასთან კახი კავსაძეს იხსენებს:

– კახუნია, კახი… (იღიმის) კახი ძალიან მიყვარს. გამორჩეული იყო. პირველად რუსთავიდან მახსოვს. როცა რუსთაველის თეატრში “მოხუცი ჯამბაზები” იდგმებოდა, ჩემს სადიპლომო თემას იქ ვწერდი და რეპეტიციებს ვესწრებოდი, თან ვიღებდი, ჩანაწერებს ვაკეთებდი… რუსთავში საგასტროლოდ რომ წავედით, სუფრაზე კახი იყო თამადა, მე ბოლოში ვიჯექი. რუსთავის მთელი მთავრობა იქ იყო და ცხადია, მთელი ის დასი, რომელიც ამ სპექტაკლში მონაწილეობდა. ამ დროს, უცებ, კახი ადგა და ამბობს – მოდი, ახლა ნიკა წულუკიძეს გაუმარჯოსო! წარმოიდგინე, მე მგონია, რომ ამ კაცმა მე ვერც კი შემამჩნია მთელი ეს თვეები და ამ დროს, ჩემი სადღეგრძელო შესვა! ეს დღე არასოდეს დამავიწყდება ! საოცარი გულის ხალხი იყო ეს თაობა, ზოგადად, დიდი სიკეთის მატარებელი ხალხი.

Cesko