პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

0
294
21 Views

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება ამ დილით დღეს მივიღე 10:00 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას. ასე რომ ქულებს ვერავინ ვერ ჩაითვლის. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება რომ ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ  მომიწერია, რადგან ჯერ პროცედურებია. სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს გადავწყვეტდი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მას ბრალი გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს, 31 მარტს კი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) აქვს წარდგენილი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გრიგორიადისს 12 აპრილს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

გრიგორიადისი პროცესს ესწრებოდა. გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. 

Cesko