პოლიტიკოსი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობდა და… უცებ აივანი დაეცა გარდაიცვალა – სად მოხდა გამაოგნებელი შემთხვევა?

0
204
24 Views

თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს მეჰმედ პალაზს აივანი დაეცა, როდესაც დენიზლის პროვინციაში მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობდა. შედეგად, პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო IHA.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ პალაზი რვა დაზარალებულთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს თურქეთში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ხმის მიცემის დროს სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. პირველი ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიარბაკირის პროვინციაში მოხდა, მეორე კი დასავლეთის პროვინცია ბურსაში.

Cesko