27 Views
„თავდამსხმელები ცხედრებზე დარბოდნენ“ – ასეთია პირველი კომენტარი მოსკოვში, თავდასხმის ეპიცენტრიდან.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ საკონცერტო დარბაზში კამუფლაჟიანი ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
ამ წუთებში, Crocus City Hall-იდან ცხედრები გამოჰყავთ. ბოლო ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სამი ნიღბიანი ადამიანის შეჭრას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.
ირკვევა, რომ “კროკუსის საკონცერტო დარბაზში” დღევანდელ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. დარბაზში სულ 6 200 ადგილია.
ვრცელდება ცნობები, რომ შენობაში სპეცრაზმელების შესვლისთანავე რამდენიმე დამნაშავემ გაქცევა მოახერხა.