“პირდაპირ ცხედრებზე დარბოდნენ თავდამსხმელები და…”, – რუსეთიდან შემზარავი ამბავი ვრცელდება

March 23, 10:31
0
51

„თავდამსხმელები ცხედრებზე დარბოდნენ“ – ასეთია პირველი კომენტარი მოსკოვში, თავდასხმის ეპიცენტრიდან.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ საკონცერტო დარბაზში კამუფლაჟიანი ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.

ამ წუთებში, Crocus City Hall-იდან ცხედრები გამოჰყავთ. ბოლო ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სამი ნიღბიანი ადამიანის შეჭრას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

ირკვევა, რომ “კროკუსის საკონცერტო დარბაზში” დღევანდელ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. დარბაზში სულ 6 200 ადგილია.

ვრცელდება ცნობები, რომ შენობაში სპეცრაზმელების შესვლისთანავე რამდენიმე დამნაშავემ გაქცევა მოახერხა.

Cesko