“გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა…”- იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ

0
359
21 Views

პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ. ხვიჩიამ კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

თავად ხვიჩიას ცნობით, შემთხვევა პარტია „გირჩის“ ოფისში მოხდა.

ხვიჩიას თქმით, მას ფიზიკურად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი გაუსწორდა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი პარტიის ოფისში მომუშავე ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებდა.

„ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში, ახლა მეორე ძმამ პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა. თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ მისი მოქნეული ხელი მომხვდა. ეს ტიპი არავის მოგზავნილი არ არის, უბრალოდ სულელია ჩვეულებრივი, რიგითი სულელები რომ არიან, რომლებიც ჭედავენ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მაინც ჩააყუდებენ ციხეში, ასე დამთავრდება ეს ისტორია“, – აცხადებს ხვიჩია.

Cesko