21 Views
მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე, სოციალურ ქსელში ბიძასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზურას მდგომარეობა არ იცვლება.
„წარმოუდგენელ რეალობაში ვართ 28 დეკემბრიდან.
თენდება და ღამდება – ვიღვიძებ და ვიძინებ, ზურას კიდევ სულ სძინავს, 2 თვეა სძინავს.
ასე არ შეიძლება, უსამართლობაა“, – წერს ანო მაისურაძე.
ცნობილი მსახიობი, ზურა ბერიკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობს. მსახიობს რამდენიმე თვის წინ გული გაუჩერდა.
ზურა ამჟამად გერმანიაში, კლინიკაშია და ხელოვნურ კომაში იმყოფება.