„დილით 6-7 საათზე გამოდით ქუჩაში და ნახავთ, ახალგაზრდები ქუჩაში როგორ წვანან… კლუბიდან გამოსულები გარეთ იხოცებიან“ – მამა შალვა კეკელია

0
169
38 Views

მამა შალვა კეკელიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულთა შესახებ ისაუბრა. ის მათი რაოდენის ზრდით შეშფოთებულია.

„წლებია “ბასიანის” და საერთოდ, კლუბების პრობლემაა. შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ მწარე რეალობა. შაბათ დილით 6-7 საათზე გამოდით ქუჩაში და ნახავთ, კლუბების მიმდებარედ ჩვენი ახალგაზრდები ქუჩაში როგორ წვანან. აი, ეს არის კლუბური ნარკოტიკის შედეგი, იქიდან გამოსულები გარეთ იხოცებიან. კლუბების მეპატრონეები ამბობენ, ჩვენთან არავინ კვდებაო. იქიდან გამოსული რომ კვდება, ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ? ამფეტამინის მიღების შემდეგ ამდენი ადამიანი რომ შეიშალა და მძიმე ფსიქიკური პრობლემა აქვს, ეს არაფერია? ახლახან ახალგაზრდა მომიყვანეს, რომელმაც მხოლოდ ერთხელ მიიღო კლუბ “ბასიანში” ამფეტამინის შემცველი ნარკოტიკი და ფსიქიკა შეერყა. წარმოიდგინეთ, ერთი მიღებით რა დაემართა! დაჰყავს ახლა ოჯახს ტაძარში პარაკლისზე, რადგან მეტყველებაც დაეკარგა, ჯანმრთელობა შეერყა“ – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მამა შალვა კეკელიამ კლუბ „ბასიანთან“ სადაც ახალგაზრდა მოდელი გარდაიცვალა, პარაკლისი გადაიხადა.

Cesko