ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ცნობილი ქართველი აკადემიკოსი

0
2649
25 Views

ახლახანს აკადემიკოსი, გედევან ხელაია, გარდაიცვალა.

გედევან ხელაია გორის უნივერსიტეტს 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მის პერიოდში პედაგოგიურ უნივერსიტეტს მიენიჭა ეკონომიური უნივერსიტეტის, შემდეგ კი, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

დაიბადა 1927 წელს ფოთში და 1944 წელს დაამთავრა ფოთის #1 საშუალო სკოლა.

1965-72 წწ – იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

1987-1990 წწ – იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე.

1989 წლიდან 2005 წლამდე – გორის ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი და ამ ინსტიტუტისთვის უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების ორგანიზატორი.

მას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქ­ვს 100-მდე ნაშ­რო­მი, მათ შო­რის, 12 მო­ნოგ­რა­ფია და უმ­აღ­ლე­სი სკო­ლის რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო.

გე­დე­ვან ხე­ლაია დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

გედევან ხელაიას 15 თებერვალს დაკრძალავენ. გამოსვენება საბურთალოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძრიდან 14:00 საათზე.

Cesko