„ … მათი გონება რაიმეს ასათვისებლად გამოუსადეგარია…”მოერიეთ” თქვენს შვილებს!“ – პედაგოგის ემოციური მიმართვა მშობლებს

0
536
29 Views

პედაგოგი ნანა ბეკოშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე წერს, რომელიც მოსწავლეებს სრულიად უკარგავს სწავლის მოტივაციას:

“დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე, რადგან გული მტკივა…

მშობლებს მივმართავ, ჩვენი მოსწავლეების მშობლებს:

აი, სულ ახლახანს დაიწყო სასწავლო წლის მეორე სემესტრი და წინ გრძელი და მომქანცველი პერიოდი გველის. ეს დიდი შრომით და ძალისხმევით უნდა გავიაროთ ყველამ ერთად და პირველ რიგში – ჩვენმა საყვარელმა, ნამდვილად საყვარელმა ბავშვებმა. სწავლა რომ ფიზიკური და გონებრივი შრომის ერთობლიობაა, ეს ყველამ ვიცით. ბავშვები კი ამ დროს აბსოლუტურად მოტივაციადაკარგულები სხედან გაკვეთილებზე… ამაში მხოლოდ სკოლას და საგაკვეთილო პროცესს ნუ დაადანაშაულებთ. ჩვენ, მასწავლებლები უდიდეს ძალისხმევას ვეწევით მათი გონებრივი განვითარებისთვის, მაგრამ თქვენი ხელშეწყობის გარეშე უშედეგოა ჩვენი ძალისხმევა.

ჩემი, როგორც ერთი რიგითი მასწავლებლის თხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე მთავარს – თქვენი შვილების ძილის რეჟიმს მიაქციოთ ყურადღება. ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია და რაიმეს ასათვისებლად გამოუსადეგარი. დღეც მთლიანად ტელეფონს მიაქვს მათი გონება და ყურადღება. ამის გამო “სწავლობენ” ზერელედ, მოვალეობის მოხდის მიზნით და მხოლოდ ერთი დღისთვის, მეორე დღეს აღარც კი ახსოვთ წინა დღით ნასწავლი. არ უთმობენ შესაბამის დროს გაკვეთილების სწავლას. ძალიან ხშირად მხოლოდ საკლასო ოთახში ყურმოკრულით კმაყოფილდებიან.

თანდათან ვრწმუნდები, რომ ძალიან კარგი პრაქტიკა ჰქონდათ ჩვენს მშობლებს, როდესაც ყოველ საღამოს იბარებდნენ გაკვეთილებს, დავალებებს… შეეცადეთ, თქვენც დანერგოთ ეს პრაქტიკა და მიაჩვიოთ პასუხისმგებლობას, თუნდაც წახალისებასთან ერთად ხანდახან დასჯის მეთოდების გამოყენებაც დაგჭირდეთ (ტელეფონის დროებით გამორთმევა ან მათი საყვარელი საქმიანობის დროებით აკრძალვა და ასე შემდეგ). “მოერიეთ” შვილებს, ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით.

არც კი ვიცი, როგორ გავბედე და მოვიკრიბე ძალა ამ ყველაფრის დასაწერად, მაგრამ თქვენგან სწორად გაგების იმედმა შემაძლებინა. ვფიქრობ, ეს ყველა მასწავლებლის და თითქმის ყველა მშობლის პრობლემაა… გისურვებთ მშვიდობას და თქვენი შვილების წარმატებით გახარებას!” – დაწერა პედაგოგმა.

სხვა ახალი ამბები:

https://split.spnews.io/ka/archives/184138

უცნაური და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში ხდება – ” 37 წლის ვარ და ასეთი რამ პირველად ვნახე”

„ერთ ცუდ კომენტარზე, შემიძლია მთელი საღამო ვიფიქრო…“- რას ჰყვება ზალიკო ბერგერი

თიკა ფაცაციას ახალმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა

„ზოგჯერ მართლა ზედმეტი მომდის, ვაღიარებ…საზოგადოების აზრი ჩემზე მარტო კი არ მოქმედებს, ფაქტობრივად მმართავს”- რას აცხადებს მადონა კოიძე (ვიდეო)

Cesko