43 Views
რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა, რეჟისორმა მანანა ბერიკაშვილმა საზოგადოებას აცნობა, რომ მის ძმას, მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მსახიობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა.
„რადგან მწერთ და გაინტერესებთ, გეტყვით: ზურა ბერიკაშვილი ზეგ გერმანიაში გადაჰყავთ. დღეს გააღვიძეს, თვალი გაახილა“, – დაწერა ირაკლი ჩოლოყაშვილმა.