„შუბლზე ვირის ტვინს მისვამდა და თავი შემაყვარა…“ – რას ყვება მსახიობი გეგე სულხანიშვილი (ვიდეო)

0
1649
53 Views

მსახიობი გეგე სულხანიშვილი რუსთავი2-ის გადაცემაში ყვება, რომ მას ერთმა ქალბატონმა ცხოველის ტვინით, კერძოდ – ვირის ტვინით მაგიური ზეგავლენა მოახდინა. როგორც გეგე სულხანიშვილი ამბობს, შუბლზე შავი ღარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ის ქალბატონი გარკვეული სიხშირით ვირის ტვინს უსვამდა. მაგიური ზემოქმედების შედეგად კი, მსახიობს მაგიით დაკავებული ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა, იმდენად, რომ ცოლი დაავიწყა… გარკვეული დროის შემდეგ, გეგე სულხანიშვილის თქმით, ვირის თავებით სავსე ტომრები თავისი თვალით ნახა და ქალი მიატოვა… აგრეთვე, შეგახსენებთ მსახიობის ძველ ინტერვიუს: მსახიობი გეგე სულხანიშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და გამოთქვამს მოსაზრებას ოჯახური ძალადობის შესახებ. მას საკუთარი ოჯახური ცხოვრებიდან მაგალითი მოჰყავს: „გამოგიტყდებით, მსგავსი შეცდომა მეც დამიშვია. იმიტომ კი არა, რომ ასე მინდოდა, უბრალოდ, წონასწორობა დამაკარგვინა… ჩემს ყოფილ მეუღლეს ხელით შევეხე. მართალია, ძალიან ვინერვიულე და ვინანე, შევრიგდით კიდეც, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა კარგ ხანს გველის ნაკბენივით მახსოვდა.ეს ამბავი 30 წლის წინ მოხდა და ახლა უნდა მიჩივლოს? მგონი, ასეთი საქციელი სასაცილო იქნება. სამწუხაროდ, ბევრ ქალს ავიწყდება, როცა ქმარი არაფხიზელ მდგომარეობაშია, ქალმა მაშინ არ უნდა დაუწყოს ჩხუბი და კამათი. ზოგიერთი ქალი ყველანაირად ცდილობს, გაგაბრაზოს, გაგამწაროს, ჩხუბში გამოგიწვიოს… მე მოძალადეებს კი არ ვამართლებ, არის ხალხი, რომელსაც ფსიქიკური გადახრები აქვს, ზოგს სასმელი ხდის აგრესიულს… თუმცა უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, ხშირად კონფლიქტი ქალის საქციელით არის გამოწვეული. დამიჯერეთ: ზოგიერთს შეუძლია, გაგაგიჟოს და წონასწორობა დაგაკარგვინოს… შეგახსენებთ, რომ გეგე სულხანიშვილს ხუთი ცოლი ჰყავდა… ამჟამად კი მეექვსედ არის დაქორწინებული, თუმცა ხუმრობით ამბობს, რომ მეექვსეზე გაჩერება არ უნდა…

 

სხვა ახალი ამბები:

 

📷 ახალი კადრები, თემურ ქეცბაიას შვილის გრანდიოზული ქორწილიდან, რომელიც კვიპროსზე გაიმართა

ცნობილია – რატომ იმყოფებოდა სააკაშვილის მოძღვარი მოსკოვში

“რა ნაწილ-ნაწილ მერჩი უფალო?! მგლიჯე ბარემ ერთიანად დამაგუთენტრაკე და და დეისვენე”– რა შეემთხვა ირინა სარიშვილს

„მეგობრის ცოლს მესიჯი გაუგზავნა და…” – ცნობილი გახდა კაცის, ვინაობა, რომელმაც მეგობარ სამხედროს 7 ტყვია დაახალა და ადგილზე მოკლა

 
VIDEO: „სვანის პირველი ღამე“ – ბესო კვიციანის ანეკდოტი სოციალურ ქსელს იპყრობს

„სურვილები არ მაქვს, აღარ ვენდობი არავის, ჩავკეტე…“ – ოჯახის დანგრევამ გიორგი ყიფშიძეზე ძალიან იმოქმედა

VIDEO: „ვმალავდით, მაყურებლისთვის და ნინისთვისაც…“ – ნახეთ, როგორ მიულოცეს ნინი ბადურაშვილს დაბადების დღე

 

Cesko