ახალი წელი სასიამოვნოდ გააკვირვებს შვიდი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს. მათ განსაკუთრებით გაუმართლებთ, ბედნიერება უკვე ძალიან ახლოსაა.
ლომი
ახალ წელს რომანტიკა მთლიანად მოგიცავთ. სიყვარულში განსაკუთრებით გაგიმართლებთ და ეს აუცილებლად გაგაბედნიერებთ. თუ დიდი ხანია დახეტიალობთ თქვენი სიყვარულის ძიებაში, მოემზადეთ საბედისწერო ნაცნობობისთვის. თუმცა, ნუ აჩქარდებით, მოვლენების დაჩქარებას აზრი ნამდვილად არ აქვს.
თხის რქა
ახალი წელი მოგცემთ იმას, რაც ბედნიერებისთვის გაკლიათ. თქვენ მოიპოვებთ გამბედაობას, რისი წყალობითაც არამარტო მარტივად გადალახავთ ყველა დაბრკოლებას, არამედ შეხვდებით მათ, ვინც წინსვლაში დაგეხმარებათ. სცადეთ რაიმე ახალი და გაბედეთ ცვლილებები.
კურო
განსაკუთრებით გაგიმართლებთ ადამიანებთან ურთიერთობაში. მოაგვარეთ ყველა თქვენი პრობლემა და შექმენით კონსტრუქციული დიალოგი. თქვენ უნდა დამარხოთ “ომი” და ყველა წყენა წარსულში დატოვოთ. გამოიყენეთ თქვენი დარწმუნების უნარი, ყველაფერი გამოვა.
თევზი
ახალ წელს ცადზე ნაკლებად უნდა იფიქროთ. ნეგატიურზე ფოკუსირება ხელს შეუშლის თქვენს პროგრესს. ამიტომ განდევნეთ ცუდი აზრები და გამოდით რუტინიდან. მხოლოდ ამ გზით იპოვით თქვენს ბედნიერებას. ის სადღაც ახლოსაა და ნამდვილად არ დაგემალებათ, როცა კარგ რამეზე იფიქრებთ.
სასწორი
2024 წელს თქვენ შეძლებთ გააფართოვოთ თქვენი ჰორიზონტი და მიიღოთ ახალი გამოცდილება. გამოდით კომფორტის ზონიდან და მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. თქვენ შეძლებთ თქვენი ცხოვრების მართვას. გადაწყვიტეთ რა გინდათ. გიჟური თავგადასავალი ან მშვიდი რიტმი – არჩევანი თქვენზეა.
მშვილდოსანი
გაგიმართლებთ პირად ცხოვრებაში. სწორედ ურთიერთობებში იპოვით თქვენს ბედნიერებას. ვარსკვლავები გაგიძღვებიან იმ სრულყოფილ ურთიერთობამდე, რაზეც ოცნებობდით. გახსენით გული და გახსოვდეთ, რომ დრო დაუთმოთ არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ მეგობრებსაც.
ქალწული
ახალ წელს სტაბილურობით გაიხარებთ. ცხოვრება ბედნიერების მოტანას დაიწყებს, საყვარელი ადამიანი კი სიურპრიზებით გაოცებას. ჩაერგადაერთეთ პოზიტივზე და არ იფიქროთ, რომ რაღაც დაჩრდილავს თქვენს ზღაპარს, ეს არ მოხდება.