“რისთვის ომობს რუსეთი და ამერიკა? დიახ ამერიკა არ მოგესმათ, უკრაინა უბრალოდ ინსტრუმენტია…”- რას წერს ლალი მოროშკინა

0
681
45 Views

გავიხარეთ,ვიზეიმეთ,მორიგი ავატარები ავტვირთეთ,ოპოზიციის ბჟუტურს გვერდი ჩავუარეთ, ახლა მცირე რეზიუმე.
რისთვის ომობს რუსეთი და ამერიკა?
დიახ ამერიკა არ მოგესმათ,
უკრაინა უბრალოდ ინსტრუმენტია,როგორც თავის დროზე აფხაზეთი სა სამაჩაბლო.განა ჩვენ ჩვენს ძმებს ვეომებოდით?
ორმა მონსტრმა ფანტასტიურად გაათამაშა შამათი.
ამერიკამ მიიღო დასუსტებული,
დაჩაჩანაკებული,
დემორალიზებული ევროპა (ეს ორი დღე რასაც ვისმენთ ორბანთან ღია ვაჭრობაზე და ურსულას გადაყენებაზე, ნათელი მაგალითია)
რატომ ასუსტებს ამერიკა ევროპას?
უბრალოდ ხოში აქვს?
ცხადია არა.
ვალებს არ უბრუნებს, ფედერალური რეზერვი ამ ომით შეივსო, არაბულ-თურქული ევროპა ადვილი სამართავი გახადა.აბა ისევ 11 სექტემბერს ხომ არ მოიწყობს?
ა ბატონო, სულ “11სექტემბერი” არაა სოდომისტურ ვნებებში ჩაფლულ ევროპაში,
სადაც სკოლაში ბავშვების გაშვების ეშინიათ და საავადმყოფოებში მოსახვედრად მრავალწლიანი რიგებია და ეს ყველაფერი უაზრო მიგრაციული პროცესის გამო,რომელსაც ჩვენც მოგვახვევენ!
მოკლედ,
დაშლილებში ჩასაბარებელ ევროპასთან გარკვეულია ამბავი,
ეს ზამთარიც იტყვის თავის სიტყვას.
რა მიიღო რუსეთმა?
უკრაინას აახია 25% საუკეთესო შავი მიწა,
საზღვაო აკვატორია,
ჩამოწერა ძველი ტექნიკა, მოსინჯა ახალი, ჩახოცა პატიმრები,
მოიშორა ბალასტი, განამტკიცა პატრიოტული სული და პუტინმა მოგებული ომით სამარადჟამისო პრეზიდენტობა მიიღო.
რა მივიღეთ ჩვენ?
ნუ ზრდილობიანად რომ ვთქვა ისედაც მიჩმორილი და სრულიად აშლილ რიტორიკიანი ოპოზიცია და გადავადებული რევილუციური სცენარი.
კარგია!
სანამ დიდი ბიძიები საბოლოოდ გაიყოფენ ნადავლს და ახალ გეოპოლიტიკურ პეიზაჟს სისხლით მოხატავენ, ჩვენ გავიყურსოთ, ვიზეიმოთ, გავმრავლდეთ,ვილოცოთ…
და როგორც ჩვენთან ქიზიყში იციან,მანამდე ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი
მააშ!

ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი

სხვა ახალი ამბები:

9 შვილის მამა კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად მივიდა, იქ კი შემთხვევით გაიგო, რომ უნაყოფოა…

„ჩვენი სიყვარული ანნა!“ – ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ანნა სულაბერიძესთან ერთად: უსაყვარლესი კადრები

“აგენტად და რეზიდენტად რომ იქცევი 70 წლის, ფეხზებატკანშებმული დედაკაცი, რასაც გეტყვიან, უნდა შეასრულო!”- ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს?! – რას წერს ხათუნა ხოფერია

„სკოლაში ბავშვებს „სეკრეტ სანტა“ არ უნდა ათამაშონ… ზოგს შეხვდა ზოგს – არა…სხვა თანაკლასელს უფრო ძვირადღირებული და ლამაზი მოუტანა…” – რას წერს მშობელი

„მომრავლდით კაცები ან ქალები, რომლებიც მუდმივად წუწუნებთ და თავს ისაწყლებთ… ამიტომ პირდაპირ გეტყვით…” – ვის მიმართავს თათა გიორგობიანი?

“ბოდიშს გიხდით ამის გამო, ნუ მიწყენთ ძალიან გთხოვთ” – თედო ბექაური საგანგებო განცხადებას აკეთებს

(ვიდეო) „ძალიან ბევრ გათხოვილ ქალთან მქონია რომანი, ერთმა ქალმა შემდეგ გამაცნო თავისი ქმარი, აი ეგ არის საშინელება რომ…“ – გივი სიხარულიძე

Cesko