ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“კობიაშვილი – ის ამსხვრევს ქართველთა ოცნებებას
— უტიფრობა – ყველაზე საშინელი რამ რაც ქართულმა ოცნებამ თავის გუნდში დანერგა და მასობრივად აქცია ‼️
— ვუსმენდი კობიაშვილს იმედზე – მისი დანაშაულებრივი შეცდომის გამო ხვიჩას დისკვალიფიკაციაზე არც კი დარდობს ეს გაზულუქებული , არანაირი სინანული, არანაირი ბოდიში, არანაირი სირცხვილი – პირიქით “ გონორით “ გველაპარაკებოდა ეს უტიფარი ‼️
— ეს იყო უტიფრობის პიკი , კობიაშვილის უტიფრობამ უტიფრების მეფე კობახიძეც კი დაჩრდილა – ისე გამოიყვანა რომ თითქოს ჩვენი ბრალია ის კატასტროფული შეცდომა ‼️
— სწორედ ასეთი უტიფრები იყვნენ ლენინის ბოლშევიკები , ესენი იმათი სულიერი შვილები არიან ‼️
— ფეხბურთზე უტიფრობას კიდევ აიტანს ხალხი , მაგრამ კოლექტიური კობიაშვილები მარტო ფეხბურთს არ განაგებენ – ისინი საქართველოს მართავენ , ძარცვავენ , ანგრევენ ‼️
— ღმერთმა ნუ ქნას რომ ლუქსემბურგთან წავაგოთ , თორემ უტიფრობა ვეღარ გიშველით , განრისხებული ქართველების შემხედვარე საკუთარ ცხენს გაასწრებთ ისე გაიქცევით ‼️
P.S. როგორც გაირკვა საქართველოს ნაკრების ავტობუსი კობიაშვილმა ავტო-ლომბარდში ჩადო და ლომბარდში ჩატოვა .ამავე დროს “ დაზალოგებულია” ფედერაციის ოფისი,ბაზა,აკადემია და მთელი ინფრასტრუქტურა – ამათ ქართული ფეხბურთი თავისი ეზოს ბოსტანი ჰგონიათ ‼️‼️‼️