48 Views
ნებრასკაში 16 წლის მოზარდმა, თავისი ახალშობილი მოკლა. როგორც უცხოური მედია წერს, გოგონამ, სავარაუდოდ, ჩვილი გააჩინა 6 ნოემბერს. ბავშვი გარდაცვლილი მის საძინებელში იპოვეს.
მშობლებმა, გოგონას საძინებლის კედლებსა და იატაკზე სისხლი აღმოაჩინეს, როცა ის გარეთ იყო, ხოლო როდესაც მოზარდი სახლში დაბრუნდა, დედას უთხრა, რომ ბავშვი „მკვდარი იყო“.
მოზარდის მამამ ჩვილი კარადაში, ძაღლის ჩანთაში იპოვა. ბავშვი ტანსაცმელში იყო გახვეული. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
9 ნოემბერს 16 წლის გოგოს ბრალდებები წაუყენეს. იგი გირაოს გამოყენების უფლებით არის დაკავებული. (??????!!!! რედაქციისგან)
წყარო – “პრაიმ ტაიმი”
სხვა ახალი ამბები:
“ჩიტმა ამბავი მომიტანა…” – ვინ ჩამოჰყავს ნაცმოძრაობას საარჩევნოდ?! – რას წერს ელისო კილაძე