“გასაგიჟებელია” – 78 წლის კირა ანდრონიკაშვილის იმიჯი სოც. ქსელს იპყრობს – იუბილარ მსახიობს დაბადების დღეს ულოცავენ (ინტერვიუ, ფოტოები)

0
869
290 Views

კირა ანდრონიკაშვილი ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი კინოვარსკვლავია. მსახიობი დღეს 78 წლის გახდა. კირას იმიჯმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე იუბილარ ბებიას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

“მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი… ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ” – ბებიობა 37 წლის ასაკში, საინტერესო შემოქმედება და თაყვანისმცემლების არმია: ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან

ყვე­ლა დრო­ის უმ­შვე­ნი­ე­რესს ქალ­ბა­ტონს კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილს 15 ნო­ემ­ბერს იუ­ბი­ლე ჰქონ­და… თუ რო­გო­რია იხ­სე­ნებს წარ­სულს, რო­გო­რია მისი დღე­ვან­დე­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა…

– 15 ნო­ემ­ბერს იუ­ბი­ლე გქონ­დათ… ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რას იტყო­დით, იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად ად­ვი­ლი, რო­გორც გა­რე­დან ჩანს ვარ­სკვლა­ვუ­რად?

– რა თქმა უნდა სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო და ამის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ვერც იქ­ნე­ბა… არ მიყ­ვარს ჩემი პრობ­ლე­მე­ბით ვინ­მეს დამ­ძი­მე­ბა… ვარ­სკვლა­ვი არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვცხოვ­რობ­დი! ახლა მო­ი­გო­ნეს ეგ სი­ტყვა, თო­რემ ჩვენს დროს სულ იმას ვფიქ­რობ­დით, გვეშ­რო­მა, ბევ­რი წიგ­ნი წაგ­ვე­კი­თხა, კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და… ნატო ვაჩ­ნა­ძე და თა­მარ ცი­ციშ­ვი­ლი არ იბ­რა­ლებ­დნენ, ვარ­სკვლა­ვე­ბი ვარ­თო… ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ ყო­ფი­ლა ნა­ტო­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი! სა­ზღვარ­გა­რეთ ამ წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ, იმი­ტო­მაც აქვს იქ აზრი, მერე ქველ­მოქ­მე­დე­ბა გა­წი­ონ, ბევ­რი სა­სი­კე­თო რამ გა­ა­კე­თონ.

ჩვენ­თან ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი და ასე­ვე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ბევრ მათ­გან­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა­ზე ვყო­ფილ­ვარ. ვხე­დავ­დი, რო­გორ იტან­დნენ სი­ცი­ვეს, მძი­მე პი­რო­ბებს. რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძეს­თან ერ­თად ჯერ “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ზე” ვი­ყა­ვი, შემ­დეგ დათო ცინ­ცა­ძემ რომ – ნო­ვე­ლა სიყ­ვა­რულ­ზე გა­და­ი­ღო… ლი­კან­ში მი­ხა­ილ რო­მა­ნოვ­მა რომ სა­სახ­ლე აა­შე­ნა, ამ სა­სახ­ლე­ში გა­და­ღე­ბა იყო, იქა­უ­რო­ბა არ თბე­ბო­და, უზარ­მა­ზა­რი ჭერი იყო, ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბა და ამ ყინ­ვა­ში მოთ­მი­ნე­ბით ის­ხდნენ ეს გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ჰქონ­დათ… “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის” გა­და­ღე­ბა­ზე სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით, ერო­სი გვერ­დით ფლი­გელ­ში იყო და ერთხელ რომ მი­ვე­დი, თოკი ჰქონ­და გაბ­მუ­ლი, ტან­საც­მელს იშ­რობ­და… ყვე­ლა სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლი იყო… ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მა­გა­ლი­თად როხ­რო­ხა იყო, მაგ­რამ უსაყ­ვარ­ლე­სი…

მას­ზე სა­სა­ცი­ლო ამ­ბავს გი­ა­ბობთ: მძღოლს გა­და­ღე­ბბ­ზე ცოტა გვი­ან მივ­ყავ­დი, იქ სა­ნამ კი­ნოს გა­და­ღე­ბე­ბი აე­წყო­ბო­და. ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულს რომ და­მი­ნა­ხავ­და, ყვი­რო­და – კი­რი­ლე მო­ვი­და ხალხნო, კი­რი­ლეო… ყვე­ლა გაშ­ტე­რე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, კი­რი­ლე არ ვარ-მეთ­ქი…გა­და­ღე­ბე­ბი რომ მორ­ჩა, ხალ­ხიც ცოტა და­ი­ფან­ტა, ვუ­თხა­რი, ზურა ძა­ლი­ან გთხოვ, კი­რი­ლე არ და­მი­ძა­ხო, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ხე­ლი მაქვს – კირა-თქო… დამ­პირ­და, აუ­ცი­ლებ­ლად შე­გის­რუ­ლებ თხოვ­ნას და აღარ და­გი­ძა­ხე­ბო… ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მა­სი­ურ გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით და ხალ­ხში ისევ აყ­ვირ­და, ხალხნო კი­რი­ლე მო­ვი­დაო… ახლა სულ არ მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამ­დი. ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბო­დი, მა­შინ სულ რა­ღაც 27 წლის ვი­ყა­ვი…

ანაკ­ლი­ა­ში “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის გა­და­ღე­ბი­სას”, უცებ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს ბუ­ღალ­ტე­რი­ამ ფული ვე­ღარ გად­მო­რი­ცხა, თბი­ლის­ში უნდა წახ­ვი­დე­თო და თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი აგ­ვი­ღეს… მე, ზურა ქა­ფი­ა­ნი­ძე, გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი თვითმფრი­ნა­ვით წა­მო­ვე­დით… ჩემს ჭკუ­ა­ში ზუ­რას არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რად­გან კი­რი­ლეს მე­ძახ­და… უცებ თვითმფრი­ნა­ვის პი­ლოტ­მა გა­მო­ა­ცხა­და, არ შე­გე­შინ­დეთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, თვითმფრი­ნა­ვი გა­ფუჭ­და, მაგ­რად მო­ე­ჭი­დე­თო… წარ­მო­იდ­გი­ნეთ მა­მი­და – ნატო ვაჩ­ნა­ძე ხომ მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ღუ­პა და ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან შიში ჩამ­რჩა. ნატა რომ მო­ას­ვე­ნეს, იმ დღეს სი­ცხე­მაც მომ­ცა, რად­გან მა­მი­და ჩემ­ზე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­და… თვითმფრი­ნავ­ში შევ­ხე­დე ზურა რო­გორ იდგა და ეჭი­დე­ბო­და, რო­გორ წვა­ლობ­და… ვი­ფიქ­რე უკვე ვი­ღუ­პე­ბით-მეთ­ქი, ზუ­რას და­ვუ­ძა­ხე, გინდ კი­რი­ლე, რაც გინ­დო­დეს მე­ძა­ხე-მეთ­ქი… სა­ბედ­ნი­ე­როდ პი­ლოტ­მა თვითმფრი­ნა­ვი დას­ვა და რომ გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, იქვე სა­ხან­ძრო და სას­წრა­ფო იდგა.

არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია, გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი და კირა ან­დო­ნი­კაშ­ვი­ლი – “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა”

ფოთ­ში დაგ­ვსვეს და არ­ცერ­თს ფული არ გვქონ­და მა­ტა­რე­ბელს რომ გა­მოვ­ყო­ლო­დით… ზუ­რამ თქვა აქ და­მე­ლო­დე­თო, იქ რეს­ტორ­ნის დი­რექ­ტო­რი მისი ახ­ლო­ბე­ლი ყო­ფი­ლა, ყვე­ლა წაგ­ვიყ­ვა­ნა, ძა­ლი­ან მში­ე­რე­ბი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. დაგ­ვა­პუ­რეს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სუფ­რა იყო, ახ­ლაც მახ­სოვს სა­ო­ცა­რი თევ­ზი გემო. იმ ქვეყ­ნად წას­ვლის ნაც­ვლად რომ ასეთ რეს­ტო­რან­ში აღ­მოვ­ჩნდით… რეს­ტორ­ნის დი­რექ­ტორ­მა მო­სას­ვე­ნებ­ლად ოთა­ხიც დაგ­ვით­მო და მერე მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თე­ბიც აგ­ვი­ღო. აი იქ იყო ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი მე­გობ­რო­ბის და მას­პინ­ძლო­ბის ნი­მუ­ში. ხომ ბევ­რი ცუდი ხდე­ბა, მაგ­რამ ასეთ­მა რა­მე­ებ­მა მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე!

– ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა – 37 წლის ასაკ­ში ბე­ბია გახ­დით…

– გა­და­სა­რე­ვი შეგ­რძნე­ბა იყო, მე­გო­ნა, ბავ­შვი მე გა­ვა­ჩი­ნე და სულ მინ­დო­და, ძუძუ მეჭ­მია. სულ ვი­ხუ­ტებ­დი, გულ­ში ვიკ­რავ­დი… ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს ვზრდი­დი, ხან ერთს მი­ვარ­ბე­ნი­ნებ­დი ეტ­ლით, ან მე­ო­რეს ხე­ლით, მათ­ზე ძა­ლი­ან ვზრუ­ნავ­დი. ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. ერ­თმა ამ­ხა­ნაგ­მა, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ჩემ­თან ცხოვ­რობ­და, მი­თხრა, ამ ამ­პლუ­ა­ში რა სხვა­ნა­ი­რი ხარ, რამ­დე­ნად დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა გაქვს სა­ხე­ზეო… ახლა უკვე დი­დე­ბი არი­ან, მუ­შა­ო­ბენ, შრო­მო­ბენ და აღარ სცა­ლი­ათ ჩემ­თან ხში­რად რომ იყ­ვნენ. სამი შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს, მაგ­რამ მათ­ზე ამა­გი ნამ­დვი­ლად აღარ მაქვს.

კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი და ქეთი ყი­ა­საშ­ვი­ლი
კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი შვილ­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

– ცოტა უკან რომ დავ­ბრუნ­დეთ, ალ­ბათ და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე აუ­ა­რე­ბე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავ­დათ…

– ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავ­და, არ ვი­ყა­ვი ცუდი გოგო, მაგ­რამ ეგ ჩემი კი არა, გე­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო… ვე­რის ბაღ­თან, ჩემი სახ­ლის წინ ზა­ფხუ­ლის კი­ნო­თე­ატ­რი იყო… ბაღ­ში ძვე­ლე­ბუ­რი ნა­ყი­ნი იყი­დე­ბო­და, ძა­ლი­ან კარ­გი ხა­რის­ხის, ეტყო­ბა მა­შინ არა­ფერს ურევ­დნენ. იქ ჩემი ძა­ლი­ან ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იყო, მაგ­რამ არ მა­წუ­ხებ­დნენ, კი­ნო­თე­ატ­რის აფი­შას­თან თა­ვის­თვის იდ­გნენ და აი­ვან­ზე რომ გა­ვი­დო­დი, იქი­დან მი­ყუ­რებ­დნენ. ვი­საც უფრო ახ­ლოს ვიც­ნობ­დი, სულ მახ­სოვ­და რომ მას­თან სხვა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­ზე არ წა­მომ­ცდე­ნო­და, ჩხუ­ბი რომ არ მომ­ხდა­რი­ყო… ძა­ლი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ, რად­გან კი­თხვა მო­და­ში იყო…

ახლა ერთი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი დამ­რჩა და მის შე­სა­ხებ გა­გან­დობთ… მე­ზობ­ლის კა­ტას შე­ვუყ­ვარ­დი. ერთ დღეს შევ­ხე­დე, რა­ღაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კატა იჯდა ჩემს აი­ვან­ზე, თა­თებ­ზე სა­მა­ჯუ­რე­ბით, მა­ღა­ლი კის­რით… ძეხ­ვი გა­მო­ვუ­ტა­ნე, მაგ­რამ არ მი­ირ­თვა, ნა­ჭა­მი და მოვ­ლი­ლი იყო. მერე ოთახ­ში შე­მო­ვარ­და და იმ სა­ვარ­ძელ­ზე დაჯ­და, სა­დაც ჩემი მე­უღ­ლე ხში­რად იჯდა… იმ­დე­ნად შე­მე­შინ­და, ვი­ფიქ­რე სული ხომ არ გა­და­ი­სა­ხა მას­ში მეთ­ქი… მერე მე­ო­რე სა­დარ­ბა­ზოს მე­ზო­ბელს აივ­ნი­დან და­ვუ­ძა­ხე, თქვენ კატა ხომ არ გყავთ-მეთ­ქი და აღ­მოჩ­ნდა რომ უკვე ეძებ­დნენ… ვე­რაფ­რით ვერ გა­ი­ტყუ­ეს, მე მეტ­მას­ნე­ბო­და, იცი­ნოდ­ნენ, თქვენ შე­უყ­ვარ­დით, თქვენ­თან უნ­დაო… თურ­მე იმ დღეს აუც­რი­ათ და მათ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო.

– რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა?

– მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნი იქ მოხ­ვდე, სა­დაც შენი ად­გი­ლია… მე ვთვლი, რომ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე იყო. არ­ქე­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ­დი, სა­უ­კე­თე­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ში­გა­და­შიგ გა­და­ღე­ბე­ბი სულ მქონ­და… ბევ­რი ფილ­მე­ბი ხალ­ხმა არც კი იცის, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ჩემს სა­ღა­მო­ზე კად­რე­ბი რომ გა­დი­ო­და, ხალ­ხს უკ­ვირ­და, ეს რო­დინ­დე­ლი­აო… ყო­ველ­თვის მყოფ­ნი­და რაც მქონ­და და დღე­საც ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ბან­კი­დან კრე­დი­ტი გა­მო­ი­ტა­ნო, მხო­ლოდ იმის­თვის, კარ­გად ჩა­ვიც­ვა და და­ვი­ხუ­რო. ღმერ­თმა ყვე­ლას აშო­როს და კრე­დიტს მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო თუ ავი­ღებ… მაწ­ვნის ნი­სი­ად წა­მო­ღე­ბაც კი არ მიყ­ვარს, თუ არ მაქვს, არ ვი­ყი­დი… მე­უღ­ლეს ფული ჰქონ­და, სულ სი­კე­თეს აკე­თებ­და, მაგ­რამ მე რე­მონტს, მოგ­ზა­უ­რო­ბებს, არა­ფერს ვთხოვ­დი. ერთხელ ვყავ­დი სა­მოგ­ზა­უ­როდ – და­ნია, შვე­დე­თი, გერ­მა­ნია… ადა­მი­ა­ნი რა­საც ითხოვ იმას იღებ და არ ვთხოვ­დი. თუმ­ცა მისი იმე­დი სულ მქონ­და.

მე­უღ­ლე 14 წლის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა. მის შემ­დეგ ჩემი შვი­ლე­ბი ჩემი დე­დე­ბი გახ­დნენ, ძა­ლი­ან მივ­ლი­ან, მეხ­მა­რე­ბი­ან… რომც არ მო­მეხ­მა­რონ მირ­ჩევ­ნია ტა­ფა­ზე პური გა­ვა­ცხე­ლო, ორი სტა­ფი­ლო, ორი ბულ­გა­რუ­ლი ვი­ყი­დო და ასე ად­ვი­ლად გა­და­ვი­ა­რო. გარ­თუ­ლე­ბა არ მაქვს. წუ­წუნს ვერ ვი­ტან და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სახ­ლში რა­ღა­ცებ­ზე მეხ­მა­რე­ბო­და, მი­თხრა შენ მა­ძღა­რი სის­ხლი გაქვს, არა­ფერ­ზე არ წუ­წუ­ნე­ბო… ამ გე­ნე­ტი­კას სულ ვგრძნობ­დი. მა­მა­ჩე­მი ამ­ბობ­და, რაც გაქვს, უნდა იკ­მა­როო. ასე გა­ვა­ტა­რე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა!

წყარო: Ambebi.ge

„ამ გასაღებს პირში ვავლებ და ბავშვები ლაპარაკს იწყებენ…“ – სასწაული ივლიტას ტაძარში

 

(ვიდეო) ისეთი დარტყმა იყო, მანქანა ცალკე ეგდო და ძრავი – ცალკე – თბილისში მომხდარი ავარიისას ყველა მანქანა განადგურდა

 

30-მდე პირმა დანით დაჭრა 3 ახალგაზრდა – რას წერს მოქალაქე: დეტალები

ჯარიმა 100 ლარი იქნება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს

„გპირდები ჩვენი სიყვარულის ძალით აგიყვავებ შენს საფლავზე ვარდს და იას…“ – ავარიაში დაღუპული ბიჭის მეუღლის სულისშემძვრელი მიმართვა

„რა უნდა ჯაბას პანთეონში? რატომ გამოასვენეს სიგუა სამებიდან? ჰოდა, კიტოვანი, წესით, თავდაცვის სამინისტროდან უნდა გამოასვენონ“ – აღშფოთებული ადვოკატის მიმართვა

რისი გაკეთება უწევთ მუსლიმ ქალებს ქმრებისთვის ქორწინების შემდეგ

თბილისში ტაქსის მგზავრმა ფარულად შოკისმომგვრელი კადრები გადაიღო – “მერე იტყვიან, ამდენი ავარია რატომ ხდებაო?“

 

ნინო სუხიშვილი იუბილარია – ნახეთ როგორ მიულოცა ანსამბლმა 59 წლის იუბილე

Cesko