ჯარიმა 100 ლარი იქნება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს

0
3014
247 Views

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები – ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება.

მისი თქმით, საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს დაადგენს საქართველოს მთავრობა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრს ექნება უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება დაადგინოს.

სხვა ახალი ამბები:

„გპირდები ჩვენი სიყვარულის ძალით აგიყვავებ შენს საფლავზე ვარდს და იას…“ – ავარიაში დაღუპული ბიჭის მეუღლის სულისშემძვრელი მიმართვა

„რა უნდა ჯაბას პანთეონში? რატომ გამოასვენეს სიგუა სამებიდან? ჰოდა, კიტოვანი, წესით, თავდაცვის სამინისტროდან უნდა გამოასვენონ“ – აღშფოთებული ადვოკატის მიმართვა

რისი გაკეთება უწევთ მუსლიმ ქალებს ქმრებისთვის ქორწინების შემდეგ

ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის… „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა

საარჩევნო წელი დაიწყო,მთავრობამ ძალიან კარგი სოციალური, ჯანდაცვის და სახელფასო პროგრამა წარმოადგინა! – ელისო კილაძე

მაინც არ დაგიფასეს, მაინც სულ “ჩაჯმული ნოდარა” გეძახეს… ტყუილად ნუ ყელყელაობ – თამთა მეგრელიშვილი ნოდარ მელაძეს

რა მისწერა კეზერაშვილმა მიშა სააკაშვილს ციხეში? – წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები

ლავროვი: ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსეთის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და სამხრეთ კავკასიიდან

Cesko