ვინ არის კლინიკიდან გაქცეული ერთ-ერთი პატიმარი და რა კრიმინალური ისტორია უკავშირდება მას

0
1733
25 Views

კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმე – “პირველების” ინფორმაციით სამიდან,  ერთ-ერთი მსჯავრდებული ნიკა თოიძეა.

თოიძის სახელი 2021 წელს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი კრიმინალურ ანგარიშსწორებას უკავშირდება, როცა ახალგაზრდა პოლიციამ 17 წლის მოზარდის დაჭრისთვის დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, თოიძემ არასრულწლოვანი გულის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ნიკა თოიძეს 1 წელი ჰქონდა დარჩენილი სასჯელის სრულად მოხდამდე, თუმცა თუ მას კლინიკიდან გაქცევის ბრალდება დაუმტკიცდება, 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ კლინიკა “ავერსიდან” სამი პატიმარი გუშინ გაიქცა. სამივე მათგანის დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 24 საათის გასვლის შემდეგ გავრცელდა. უცნობია როგორ მოახერხეს გამოკვლევებზე მიყვანილმა პატიმრებმა გაქცევა ან სად იყო საბადრაგო სამსახური, რომლის მოვალეობაც პატიმრების მეთვალყურეობაა.

რამდენიმე საათის წინ, ითქვა მხოლოდ ის რომ საქმეზე ხელბორკილები ერთ ბადრაგს დაადეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც რატი ბრეგაძე დეტალებზე არ საუბრობს.

Cesko