“ალ ჯაზირას” ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი… და მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში

0
576
112 Views

CNN -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ტა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის “ალ ჯა­ზი­რას” ჟურ­ნა­ლის­ტი, ღა­ზის სექ­ტო­რის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი 24 სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში დაბ­რუნ­და პირ­და­პირ ეთერ­ში, მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ მისი ოჯა­ხი ოთხშა­ბათს ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

არა­ბუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ვაელ ალ-დაჰდუ­ჰ­მა ღა­ზის სექ­ტო­რის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში აფეთ­ქე­ბის დროს, და­კარ­გა ცოლი, ვაჟი, ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯა­ხი სწო­რედ იქ აფა­რებ­და თავს.

ალ დაჰდუ­ჰ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მა­ყუ­რე­ბელს სამ­ძიმ­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა და ზა­რე­ბის­თვის.

"ალ ჯაზირას" ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი -  ის მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში

CNN -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ტა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის “ალ ჯა­ზი­რას” ჟურ­ნა­ლის­ტი, ღა­ზის სექ­ტო­რის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი 24 სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში დაბ­რუნ­და პირ­და­პირ ეთერ­ში, მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ მისი ოჯა­ხი ოთხშა­ბათს ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

არა­ბუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ვაელ ალ-დაჰდუ­ჰ­მა ღა­ზის სექ­ტო­რის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში აფეთ­ქე­ბის დროს, და­კარ­გა ცოლი, ვაჟი, ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯა­ხი სწო­რედ იქ აფა­რებ­და თავს.

ალ დაჰდუ­ჰ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მა­ყუ­რე­ბელს სამ­ძიმ­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა და ზა­რე­ბის­თვის.

”სო­ლი­და­რო­ბა და ლოც­ვა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­თვის, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ სა­ჭი­რო იყო სწრა­ფად დაბ­რუ­ნე­ბა ეთერ­ში ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად”, – გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა პირ­და­პირ ეთერ­ში.

 

“აქა­უ­რო­ბა კვლავ იწ­ვის, სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვის­გან. მი­უ­ხე­და­ვად ტკი­ვი­ლი­სა და სის­ხლი­ა­ნი ჭრი­ლო­ბი­სა, მივ­ხვდი, რომ სწრა­ფად უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და შეგ­ხვედ­რო­დით კა­მე­რის ობი­ექ­ტი­ვი­დან და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით“, – დას­ძი­ნა მან.

ოთხშა­ბათს, კა­ტა­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსე­ლი წერ­და, “ჩვე­ნი კო­ლე­გის ვაელ ალ-დაჰდუ­ჰის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მათ შო­რის მისი ცოლი, ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი, მო­წა­მებ­რი­ვად და­ი­ღუპ­ნენ ის­რა­ე­ლის და­ბომბვი­სას“. “ალ ჯა­ზი­რას” ცნო­ბით, ალ დაჰდუ­ჰის შვი­ლიშ­ვი­ლი ადა­მი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ცხად­და ორი სა­ა­თის შემ­დეგ.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს ალ დაჰდუ­ჰი, რო­მე­ლიც ტი­რის, რო­დე­საც ცის­ფერ ზე­წარ­ში გახ­ვე­ულ შვი­ლის ცხე­დარს ად­გას თავ­ზე. აღელ­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის კად­რე­ბი გავ­რცელ­და ასე­ვე შვი­ლიშ­ვი­ლის ცხედ­რის გა­და­ტა­ნის დროს ღა­ზის ალ-აქ­სას მო­წა­მე­ე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

“ჟურ­ნა­ლის­ტის ვაჟი მაჰ­მუ­დი 15 წლის იყო, ხოლო მისი ქა­ლიშ­ვი­ლი შამი შვი­დი წლის”, – იტყო­ბი­ნე­ბა “ალ ჯა­ზი­რა”.

“ალ ჯა­ზი­რას” წამ­ყვან­მა აბ­დი­სა­ლამ ფა­რაჰ­მა და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ეთერ­ში გა­ავ­რცე­ლა, წამ­ყვა­ნი ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბას ცდი­ლობ­და. ალ დაჰდუ­ჰის ოჯა­ხის 12 წევ­რი ოთხშა­ბათს მოკ­ლეს, მათ შო­რის 9 ბავ­შვი, ნათ­ქვა­მია ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

“ალ დაჰდუ­ჰის ოჯა­ხი გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი იქნა ტალ ელ ჰა­ვა­დან ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ნუ­სე­ი­რატ­ში, რო­მე­ლიც მათი აზ­რით, უსაფრ­თხო ად­გი­ლი იქ­ნე­ბო­და მათ­თვის” – გა­ნუ­ცხა­და CNN-ს “ალ ჯა­ზი­რას” ოფის­მა რა­მა­ლა­ში.

CNN და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ადას­ტუ­რებს აფეთ­ქე­ბის წყა­როს. მე­დია წერს, რომ “ალ ჯა­ზი­რამ” არ წარ­მო­ად­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აკავ­ში­რებს მომ­ხდარს ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმას­თან.

  • ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა CNN-ს და­უ­დას­ტუ­რეს, რომ მათ ავი­ა­ი­ე­რი­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ღა­ზის რე­გი­ონ­ში, იქ, სა­დაც ოთხშა­ბათს ალ-დაჰდუ­ჰის ნა­თე­სა­ვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. IDF-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ავი­ა­ი­ე­რი­ში მიზ­ნად ისა­ხავ­და “ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის” გა­ნად­გუ­რე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, “ჰა­მა­სი” 7 ოქ­ტომ­ბერს თავს და­ეს­ხა ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ და­სახ­ლე­ბებს, რა დრო­საც და­ი­ღუ­პა 1 400 ადა­მი­ა­ნი, ძი­რი­თა­დად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და 200-ზე მეტი კი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

ღა­ზის რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ან­მა ალ­ყამ გა­მო­იწ­ვია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი ანკლა­ვის შიგ­ნით, რო­მე­ლიც ახლა მსოფ­ლი­ოს­გან მო­წყვე­ტი­ლია, თით­ქმის სრუ­ლი ბლო­კა­დის გამო.

27 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აფარ­თო­ებს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებს ღა­ზა­ში, სა­დაც სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­აც და­ი­წყო.

წყარო: https://www.ambebi.ge/

Cesko