The Guardian: ესპანეთში კათოლიკური სამღვდელოების სასულიერო პირებმა სექსუალურად იძალადეს 200 000-ზე მეტ ბავშვზე

0
426
59 Views

The Guardian-ი დამოუკიდებელ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1940 წლიდან ესპანეთში კათოლიკური სამღვდელოების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 200 000-ზე მეტი ბავშვი გახდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 8 000-ზე მეტი ზრდასრულის გამოკითხვისას, 0,6%-მა განაცხადა, რომ ისინი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის ქვეშ იყვნენ სასულიერო პირების მხრიდან. ეს მაჩვენებელი ესპანეთის ზრდასრული მოსახლეობის გათვალისწინებით – 39 მილიონი – დაახლოებით 200 000 ადამიანს უტოლდება.

პროპორცია გაიზარდა 1,13%-მდე – რაც უტოლდება 400 000-ზე მეტ ადამიანს – როდესაც დაასახელეს მათ შორის შეურაცხყოფა ეკლესიის მრევლის წევრების მხრიდან, თქვა ესპანეთის ეროვნულმა ომბუდსმენმა.

ანგარიში კრიტიკულად აფასებს ეკლესიის დამოკიდებულებას და უწოდებს მის რეაგირებას ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე არასაკმარისს.

მოხსენების პარლამენტში წარდგენამდე, ესპანეთის ეპისკოპოსთა კონფერენციამ განაცხადა, რომ ორშაბათს გამართავს რიგგარეშე შეხვედრას, რათა განიხილოს მისი დასკვნები.

ესპანეთის პარლამენტმა 2022 წლის მარტში დაამტკიცა დამოუკიდებელი კომისიის შექმნა ომბუდსმენის ხელმძღვანელობით, რომელიც “ნათელს მოჰფენს” კათოლიკურ ეკლესიაში “დაუცველი ბიჭებსა და გოგოებს” სექსუალურ ძალადობის ბრალდებებს.

ესპანურმა ეკლესიამ ივნისში განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა ბავშვებზე ძალადობის 927 შემთხვევა საჩივრების პროცედურის მეშვეობით, რომელიც დაიწყო 2020 წელს. იგი ამტკიცებს, რომ მან შექმნა პროტოკოლები სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და შექმნა “ბავშვთა დაცვის” ოფისები ეპარქიებში.

წყარო: /mtavari.tv/

სხვა ახალი ამბები:

გია ხუხაშვილი: „სალომე ზურაბიშვილი გახდება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი, მისი რეიტინგი დღეს ყველაზე მაღალია”

 

„პირადი ცხოვრების კადრებით მაშანტაჟებენ… ახლაც დავდებ ამ ფოტოს” – რა მიმართვას აქვეყნებს თამარა ჩერგოლეიშვილი? (+ფოტო)

 

ვინ არის ახალგაზრდა ეკონომისტი, რომელმაც თათა გიორგობიანს ტელეგადაცემის დროს ხელი სთხოვა – ბო­ლოს ერთად იტა­ლი­ა­ში იყ­ვნენ (ფოტოები)

 

“ღამის შოუს” ჩაწერიას თათა გიორგობიანს ხელი სთხოვეს: “არ უნდა გამოტოვოთ, გული მიცემს აჩქარებულად” – როგორ ეხმაურება ამას ბაბი კირკიტაძე (ვიდეო)

 

მეგობარმა ბანკიდან ფული გამომატანინა, დაჰკრა ფეხი და საფრანგეთში წავიდა… ყველაფერი დავკარგე, სახლი გავყიდე…“ – მედეა ლორთქიფანიძე

 

მეგობარმა ბანკიდან ფული გამომატანინა, დაჰკრა ფეხი და საფრანგეთში წავიდა… ყველაფერი დავკარგე, სახლი გავყიდე…“ – მედეა ლორთქიფანიძე

Cesko