“ბაღში გაიტყუა პოლიციელი და სასტიკად სცემა, თუმცა, საქმე დაიხურა, უტყუარი ალიბი ჰქონდა, ამ დროს ქუთაისში იყო მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდაზე…” – დავით ბაკურაძე

0
1625
34 Views

სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე:

“90-იანებია. ახალგაზრდა ცოლქმარი ქუთაისიდან თბილისში გადმობარგდა საცხოვრებლად, იქირავეს ბინა და ვაგზლის მოედანზე დაიწყეს ვაჭრობა ტანსაცმლით, და სხვადასხვა წვრილმანით. ძირითადად ქმარს მოჰქონდა ლილოდან საქონელი და ცოლი ვაჭრობდა.

ერთი პოლიციელი გადაეკიდათ, სულ აკონტროლებდათ, საქონლის საბუთებს ჩაკირკიტებდა, ესენით ხან ფულით და ხან სხვადასხვა საქონლის ჩუქებით იცავდნენ მისგან თავს…მალე გაირკვა რომ ამ პოლიციელს ამ ქალისთვის დაუდგია თვალი და როდესაც კატეგორიული უარი მიიღო, მეორე დღიდან ადგილის გადასახადი გაუორმაგეს…გაუჭირდათ მაგრამ გააგრძელეს მუშაობა…

ერთხელაც როდესაც ქმარი ლილოში იყო ეს პოლიციელი მთვრალი მიეჭრა ამ ქალს და სასტუმროში წაყოლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ქმრის დაჭერით. უარი რომ მიიღო გასაყიდი ნივთები მიუყარ-მოუყარა და უთხრა რომ მასაც ქმარს მიუჯენდა ციხეში…

მეორე დღეს ეს ქალი ქუთაისში წავიდა და მივიდა ავტოსკოლაში ნაცნობთან:
– ბატონო რეზო ხომ იცნობთ ჩემ ქმარს ზურას? დაბადების დღე აქვს და სიურპრიზი მინდა გავუკეთო… ტარება რომ კარგად იცის თქვენც გეცოდინებათ….უბრალოდ პრავა არა აქვს და მინდა ავუღო…
– კაი..მოვიდეს ხვალ და გავუკეთებ…500 ლარი წამოიძღვანიოს…
– ხომ გითხარით ბატონო რეზო სიურპრიზი მინდა გავუკეთო.. თავად თუ მოვიდა სიურპრიზი როგორ გამოვა?..
– ვახხ როგორ განაგლდით!… კაი ჯანდაბას.. მოი ხვალ 12-ზე, ოღონდ ეგ 500 კი არა 800 დაჯდება…

რამდენიმე დღეში თბილისში გაიმართა სასამართლო, სადაც შემდეგი საქმე განიხილებოდა, ბრალდების მტკიცებით 1998 წლის 15 ოქტომბერს. 13:25 წუთზე მოქალაქე ზურაბ მ@@@@ძემ მუშტაედის ბაღში გაიტყუა პოლიციელი გურამ გ@@@შვილი და სასტიკად სცემა, გაუტეხა ნეკნები, ლავიწის ძვალი და ცხვირი…. თუმცა საქმე მალე დაიხურა ბრალდებულის უტყუარი ალიბის გამო, როგორც გაირკვა ის ამ დროს ქუთაისში იმყოფებოდა მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდაზე…”

სხვა ახალი ამბები:

„არანაირ შერიგების შანსი არ არსებობს… მას ჩემთან რა აქვს, არ მაინტრესებს“ – რას ამბობს გიორგი ყიფშიძე ენი გასიევაზე?

“სამწუხაროდ პატრული მახათით ირთობს თავს! მოძრაობას არავინ არეგულირებს…ქალაქის ჰაერი გაჯერდა ტყვიით და უწმაწური სიტყვებით…”- რას წერს ლაშა ამირეჯიბი

 

საუკეთესო წყვილები ჰოროსკოპის მიხედვით – ასტროლოგების დასკვნა

 

“უმძიმესი ტრაგედიაა. საწყალი კაცი ადგილზე მოკლა…” – ვერ წარმოიდგენთ ვინ აღმოჩნდა მკვლელი

 

”გთხოვთ ნუ მირტყავთ…” – ქუთაისში უფროსკლასელებმა 12 წლის ბავშვი სასტიკად სცემეს: შემზარავი კადრები (ვიდეო)

სტიქია გურიაში – 150-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

 

Cesko