თუ გსურთ, ცხოვრებამ არ დაგთრგუნოთ: მოკლე რჩევები ცნობილი ფსიქოლოგისგან

0
385
29 Views

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვიყოთ და ცხოვრება კი არ გვთრგუნავდეს, პირიქით, გვახარებდეს?

ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი განიხილავს 30 სიტუაციას, რომელშიც ადამიანი ან კარგავს ძალას, ანუ სუსტდება მორალურადაც და ფიზიკურადაც, ან იძენს მას, ანუ კიდევ მეტად ძლიერდება ყოველმხრივ.

ცნობისათვის: ჟურნალმა Forbes-მა ლაბკოვსკი რუსეთის ყველაზე ცნობილ და ცნობად ფსიქოლოგად აღიარა, რომლის წლიური შემოსავალი 130 მლნ რუბლს (2022 წლისთვის დაახლოებით 1.715.791 დოლარი) აღემატება.

მიხაილ ლაბკოვსკი არაერთი ფსიქოლოგიური ნაშრომისა და ბესტსელერის ავტორია, რომლებიც უზარმაზარი ტირაჟებით იყიდება. ეს იმიტომ, რომ ადამიანები ენდობიან მას, ითვალისწინებენ ფსიქოლოგის რჩევებს, ვინაიდან ისინი ნამდვილად ქმედითია.

ლაბკოვსკის თქმით, ადამიანები ძალას ვკარგავთ, თუ:

  • ვამბობთ „დიახ“, რეალურად კი „არას“ თქმა გვინდა;
  • ვიღიმით იმის ნაცვლად, რომ ვიტიროთ;
  • არ ვისვენებთ;
  • თავს ძალას ვატანთ, რომ კიდევ ცოტა მოვითმინოთ იმის ნაცვლად, რომ დავსვათ კითხვა: „ნეტავ, რა ნათელი მიზნით ვითმენ ახლა ამას?“
  • გვწყინს, იმის ნაცვლად, რომ ადამიანს ვთხოვოთ ის, რაც გვჭირდება;
  • დაკავებული ვართ საქმით, რომელიც ჩვენი არ არის;
  • ვურთიერთობთ ჩვენთვის უინტერესო ადამიანთან – რა მიზეზით, კაცმა არ იცის;
  • ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანები გამუდმებით ან ძალიან ხშირად ნეგატიურ ამბებზე ლაპარაკობენ;
  • ბევრს ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, მანქანების საცობებზე, ტარიფებსა და სხვა გადასახადებზე;
  • ვჭორაობთ;
  • ბევრსა და ემოციურად ვსაუბრობთ სხვების ცხოვრებაზე;
  • გვაქვს უინტერესო, მომაბეზრებელი სამსახური;
  • გვეშინია;
  • ველოდებით, როდის მოვა ვინმე (თოვლის პაპა, პრინცი, ოლიგარქი…) და ცხოვრებას რადიკალურად შეგვიცვლის;
  • საკუთარ თავს მოუხერხებელს, უუნაროსა და წარუმატებელს ვუწოდებთ.

ადამიანები ძალას ვიკრებთ, როცა:

  • ვეცნობით ახალ ადამიანებს;
  • ვსწავლობთ რაღაც ახალს;
  • ვმოგზაურობთ;
  • ვამარცხებთ შიშებს;
  • ვსინჯავთ რაღაც ახალს;
  • ვსეირნობთ (არ აგერიოთ: სამსახურში ან მაღაზიაში კი არ მივდივართ ნელი ნაბიჯით, არამედ უმიზნოდ და უსაქმურად ვსეირნობთ);
  • შემოქმედებით ვართ დაკავებული;
  • ვურთიერთობთ სასიამოვნო ადამიანებთან;
  • ვურთიერთობთ ისეთ ხალხთან, ვისაც სჯერა ჩვენი და გვერდში გვიდგანან;
  • ვუვლით თავს;
  • ვათავისუფლებთ ფიზიკურ სივრცეს (გაიხსენეთ, როგორ გვსიამოვნებს და რა სხვანაირად ვგრძნობთ თავს გარემონტებულ ოთახში);
  • ვათავისუფლებთ ემოციურ სივრცეს (გაიხსენეთ, რამდენად სხვანაირად გრძნობთ თავს, როდესაც ვინმეს რამეს პატიობთ ან ემშვიდობებით);
  • ვამბობთ „არას“, როდესაც გვინდა ვთქვათ „არა“, და ვამბობთ „კის“, როდესაც გვინდა ვთქვათ „კი“;
  • ვიწყებთ იმის კეთებას, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ.
Cesko