გაითვალისწინეთ: დღის რომელ მონაკვეთში უნდა დავლიოთ ყავა და რატომ – რას გვირჩევენ სპეციალისტები

0
1240
23 Views

ყავა — სასმელი, მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან. კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს. სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.

ყავა ანტიოქსიდანტების მთავარი წყაროა
არცერთი სხვა პროდუქტი არ შეიცავს იმდენ ანტიოქსიდანტს, რამდენსაც ყავა. გარდა ამისა, ორგანიზმი ყავის ანტიოქსიდანტის უფრო ადვილად ითვისებს ვიდრე ხილს ან ბოსტნეულის.

ყავას სტრესის შემცირება შეუძლია.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავას სტრესის იმ ფორმასთან შეუძლია ბრძოლა, რომელიც უძილობითაა გამოწვეული. სამწუხაროა, რომ ყავის ეფექტი სტრესის სხვა ფორმებზე არ ვრცელდება.

დილით გაღვიძებისას, თქვენი ორგანიზმი სავსეა სტრესის ჰორმონ კორტიზოლით, რომელიც შფოთვას იწვევს.

კოფეინის მიღება მშფოთვარე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ცოტა უფრო მოგვიანებით, შესაძლოა დაღლილობაც იგრძნოთ. შესაბამისად, ყავის დალევის საუკეთესო დრო გვიანი დილაა.

ყავა მაშინ უნდა დავლიოთ, როცა ორგანიზმი ნაკლებ კორტიზოლს გამოიმუშავებს, ანუ გაღვიძებიდან 3-4 საათის შემდეგ.

გარდა ამისა, ექსპერტები გვირჩევენ, არ დავლიოთ ყავა საღამოს. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტი პიკს მოხმარებიდან 30-60 წუთის შემდეგ აღწევს, კოფეინი ორგანიზმში რჩება და იწვევს ძილის დარღვევას მომდევნო ექვსი საათის განმავლობაში.

 

სხვა ახალი ამბები:

“არ უნდა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის უკრაინის ბედი…”- რუსი ჟურნალისტი “ქართული მაიდანის” მზადებაზე ყვება (ვიდეო)

„უკრაინის საზღვართან, პოლონეთის სოფლებში არის ბანაკები, სადაც საქართველოდან ახალგაზრდები ჩაჰყავთ და ატრენინგებენ“

ნინო ლომჯარიამ ეროვნული ბანკის წევრების ფოტოები გამოფინა და მათ გადადგომას ელის

პარლამენტის ფოიეში, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბია (video)

 

Cesko