ქართველ ჰალკს ცოლი მოჰყავს – ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული და რა ზომის ბეჭედი დასჭირდება ნეფეს? (+ფოტო)

0
798
51 Views

ქართველი ჰალკი  დაინიშნა. ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული და როდის გეგმავს ქორწილს, ამაზე სპორტსმენმა ექსკლუზიურად “კვირის პალიტრასთან” ისაუბრა:

“ახლახან დავინიშნე. ჩემი რჩეული ლელა ჯამასპიშვილია. ჰოდა, ჩემი ნიშნობის ბეჭდის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ლელას მშობლები. რაც ოქრო აქვთ ოჯახში, სულ უნდა გადაადნონ, რომ ჩემთვის ბეჭედი დაამზადებინონ. ლელა 32 წლისაა, რუსთაველია. ერთმანეთს უნივერსიტეტიდან ვიცნობდით.

17 სექტემბერს ამერიკაში მივფრინავ და, ალბათ, რომ ჩამოვალ, მერე. წვეულებების მოყვარული არ ვარ, დაბადების­ დღეც არასდროს გადამიხდია, მაგრამ ქორწილს, ალბათ, მაინც გადავიხდი, ვიწრო წრეში. ახლა იმის ფიქრში ვარ, ვინ იქნება ჩემი მეჯვარე.

მარტო ოჯახში კი არა, სანათესავოსა და საგვარეულოშიც ყველაზე დიდი ზომის­ ვარ. რატომ გამოვედი­ ასეთი, არ ვიცი. გენეტიკურად ამხელა არავინ მყავს. მაგალითად, მამაჩემი 1,75 სანტიმეტრია, ჩემი ძმაც.”, – განაცხადა ლევანმა.

Cesko