,,მე ახლა სახლში 83 წლის ქალიშვილი მყავს და მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომცა საშუალება დედას დაისი ბედნიერი გავხადო”

0
300
22 Views

,,დედაჩემი ჩემთან წამოვიყვანე საცხოვრებლად. სამუდამოდ. წინასწარ არ გადამიწყვეტია არაფერი. უბრალოდ ერთ დღეს, ერთი პარკით. პარკში – კოლგოტკები, საშინაო ჩუსტები წარწერით: ”საუკეთესო ბებიას”(ჩემი შვილების ნაჩუქარი), თბილი ხალათი, ღამის პერანგი და რატომღაც ბალიშისპირი. დედამ თვითონ ჩაალაგა თავისი პირადი ნივთები.

ახლა, ჩემს სახლში, უკვე სამი კვირაა, ოთხი წლის მოხუცი გოგონა ცხოვრობს. გამხდარი, თოვლისფერი თმით, წვივებთან ჩაჩაჩული “კოლგოტკებით”. ის მშვიდად დასეირნობს დერეფანში, თბილი ფლოსტების ფრატუნით, კარებთან ჩერდება, ცალ ფეხს ფრთხილად სწევს მაღლა და არარსებულ ბარიერს აბიჯებს. დერეფანში ძაღლს უღიმის. თუმცა ძაღლი არ გვყავს. ჩაესმის უხილავი ადამიანების საუბრები და შემდეგ მე მიამბობს მათგან გაგონილ ახალ ამბავს. მორცხვობს და დიდხანს სძინავს.

აკურატულად კვნეტს შოკოლადის ფილას (მე ყოველთვის ვუტოვებ საწოლთან შოკოლადს), აყოლებს ჩაის.

ჭიქა ორივე ხელით უჭირავს, რადგან მარჯვენა ხელი უკანკალებს. ძალიან ეშინია გალეული თითიდან საქორწინო

ბეჭედი არ გასძვრეს, რგოლს ხშირად ამოწმებს. უეცრად ვხვდები, როგორი მოხუცი და უმწეოა დედაჩემი. მან უბრალოდ მიუშვა საკუთარი თავი. მოდუნდა და შეწყვიტა “დიდობანას” თამაში. ყველა წვრილმანის ჩათვლით მთლიანად მომანდო მისი სიცოცხლე. ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სახლში ყოფნაა. ისე შვებით ამოისუნთქებს ქუჩიდან შემოსულს რომ მხედავს, ვცდილობ,  დიდი ხნით სახლიდან არსად გავიდე. და მე კვლავ ვაკეთებ სადილზე წვნიანს, როგორც ამას ჩემი შვილების პატარაობისას ვაკეთებდი, მაგიდაზე ისევ გაჩნდა ტკბილეულით სავსე ლარნაკი.

მე რას ვგრძნობ?! თავიდან საშინელი განცდა მქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში დედა დამოუკიდებლად, მარტო ცხოვრობდა. კარგად მესმოდა მისი: პირველად მის სიცოცხლეში, ოთხმოცი წლის ასაკში აკეთებდა იმას, რაც თვითონ სურდა. ვიდრე ავად არ გახდა. ორი თვის განმავლობაში ებრძოდა ვირუსს.

ნერვიულობამ, ფსიქოლოგიურად დაძაბულმა ფონმა და სახლიდან გაუსვლელობამ გატეხა დედა…

ახლა, დედაჩემის ფარატინა სამყაროს მიმართ სიბრალულს, სიყვარულსა და სინაზეს ვგრძნობ. მე კარგად ვიცი რა გზით მივდივართ ორივენი და ძალიან მინდა, რომ ეს გზა მისთვის საყვარელ ქალიშვილთან ერთად გავლილი, ბედნიერი იყოს: სითბოსა და კომფორტში, სახლში გაკეთებული კატლეტებითა და ღვეზელებით სავსე. სხვას აღარაფერს დედასთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ახლა სახლში 83 წლის ქალიშვილი მყავს და მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომცა

საშუალება დედას დაისი ბედნიერი გავხადო. და ჩემი შემდგომი ცხოვრება სულიერი განცდებისაგან თავისუფალმა მშვიდად გავატარო. დედა, გმადლობ, რომ მყავხარ, დიდხანს იყავი, გთხოვ…”

/ მილა მილერი /

თარგმნა: ნინა გაბუნიამ

ჟუნრალი: “სარკე”

 

სხვა ახალი ამბები:

 

Cesko