იტალიაში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

0
1000
21 Views

იტალიაში, ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. მათ ბინებისა და კომერციული ობიექტების ძარცვა, ასევე, მოპარულის გასაღება ედებათ ბრალად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი თვალთვალის შემდეგ იტალიის პოლიცია დამნაშავეთა დაჯგუფებაზე გავიდა. დაკავებულების უმეტესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.

სამართალდამცველების თქმით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში ასიათასობით ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია მოიპარა.

იტალიის პოლიციის მიერ კონფისკებული საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების ღირებულება 100 000 ევროს აღემატება.

„კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღეს სალერნოში სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის გამო, რომელიც დედაქალაქის პროკურატურის მიერ კოორდინირებული გამოძიების ნაწილი იყო. შედეგად ბინების ძარცვაში სპეციალიზებული დაჯგუფების წევრები  დააკავეს”, – განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოზიმ (Matteo Piantedosi).

Cesko