გარდაიცვალა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მასწავლებელი

0
1179
28 Views

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის ინგლისური ენის მიმართულების მასწავლებელი ინგა გორგაძე.
ინგამ სრულიად ახალგაზრდა ასაკში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა ჩვენს უნივერსიტეტში. წლების მანძილზე იგი ინგლისური ენის კათედრის, ხოლო 2011 წლიდან ენების ცენტრის თანამშრომელი იყო. ინგა გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, აკადემიურობით და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით, რის გამოც იგი ყველასთვის საყვარელი კოლეგა და ლექტორი იყო.

ბოლო წლების მანძილზე ინგამ საოცარი ნებისყოფა გამოავლინა მძიმე სენთან ბრძოლაში. ცხოვრებისადმი მისი პოზიტიური დამოკიდებულება გულგრილად ვერ ტოვებდა გარშემომყოფებს.
მიუხედავად მისი ხანმოკლე ცხოვრებისა, ინგა მრავალი თაობის აღმზრდელია. მან წარუშლელი კვალი დატოვა მისი სტუდენტების განვითარების კუთხით.

ვუსამძიმრებთ ინგას ოჯახს და მეგობრებს. შესანიშნავ დედას, პროფესიონალ ანგლისტს, ყველასათვის საყვარელ კოლეგას და ლექტორს ვემშვიდობებით. ინგა გორგაძე მუდამ დარჩება ჩვენთვის ნათელი, უანგარო, კეთილსინდისიერი და მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნების მაგალითად“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“რა ძნელია ჩემთვის თქვენი მოხსენება წარსულში Inga Gorgadze როგორ მეტკინა… 22 წელს ითვლის ჩვენი ურთიერთობა და არასდროს მახსოვს ერთი საწყენი სიტყვა და ტონალობაც კი, ყოველთვის ტოლერანტული, სამართლიანი, მოზომილი, საუკეთესო კოლეგა, მეგობარი, ადამიანი, დედა… როგორ იმედიანად და მხნედ იყავი ბოლო შეხვედრისას

მჯეროდა რომ ეს სენი შენისთანა დიად ადამიანს ვერ მოერეოდა

უსაზღვროდ მიყვარხარ და ძალიან მენანები

გულწრფელად ვუთანაგრძნობ შენს ანგელოზ შვილებს და როგორ მეცოდებიან ამ განსაცდელისათვის

განისვენე მშვიდად

შეხვედრამდე

“Inga Gorgadze ინგულია საყვარელო, მე ესე გეძახდი, შენ ხულიგანკას მეძახდი, მხოლოდ შენ.

თბილო, კეთილო, ჭკვიანო, ხალისიანო, იმედიანო გული მოგვიკალი. არ გვინდოდა ამ დღის დადგომა, მაგრამ მჯერა შენ უკეთეს, ბევრად უკეთეს სამყაროში გააგრძელებ ცხოვრებას. მიყვარხარ

” – წერენ სოციალურ ქსელში მეგობრები.

უახლესი ამბები:

კაცმა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი სასწაულებრივად გადაარჩინა

“სვეცკობა ოჯახების დანგრევა და ცოლის გამოყენება გგონიათ” – როგორ ეხმაურება თაია ჭიჭინაძე სალომე უშხვანის განცხადებას და კლუბ “სოჰოში” მომხდარ კონფლიქტს

“27 წლის ბენო ქვევრში მალევე ცუდად გამხდარა, იქვე მდგომი ბადრი შეეცადა, შვილის ტოლ ბიჭს დახმარებოდა…”- ქვევრში 2 კაცის დაღუპვის დეტალები გახდა ცნობილი

“დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო“ – 4 წლის ბიჭის ცხედარი იდენტიფიცირებულია

„ვენაცვალე კომუნისტების აშენებულ სახლებს, ხელი არ ახლოთ “ხრუშჩოვკებს”, ეგ კიდევ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს, “არქებს” მიხედეთ…“- წყალმა ახალაშენებული კორპუსი ერთიანად ჩარეცხა (ვიდეო+2)

”დღეს ამ ლამაზმა ქალმა დაგვტოვა და წავიდა……” – გიორგი ვარდოსანიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

,,ვზივარ თავზარდაცემული და გაყინული… მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება” – ახალგაზრდა უეცრად გარდაიცვალა

“ლამაზი დედა-შვილი” – ნინი ბადურაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს

Cesko