“27 წლის ბენო ქვევრში მალევე ცუდად გამხდარა, იქვე მდგომი ბადრი შეეცადა, შვილის ტოლ ბიჭს დახმარებოდა…”- ქვევრში 2 კაცის დაღუპვის დეტალები გახდა ცნობილი

0
1222
36 Views

ბაღ­დათ­ში, სო­ფელ დიმ­ში, მსხვი­ლი­ძე­ე­ბის სახ­ლში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მათ ქვევრში ორი მე­ზო­ბე­ლი ჩა­ვი­და და სამ­წუ­ხა­როდ, ორი­ვე ად­გილ­ზე გა­ი­გუ­და. ყვე­ლა­ფე­რი ისე წა­მებ­ში დატ­რი­ალ­და, რომ მათი დახ­მა­რე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო. ბაღ­და­თის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ დიმ­ში, ტა­რი­ელ ყი­ფი­ა­ნი “კვი­რის პა­ლიტ­რას” მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უამ­ბობს.
“ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და დღეს ჩვენს სო­ფელ­ში. ად­გილ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, ბაღ­დათ­ში ვი­ყა­ვი, ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, როცა ჩა­ვე­დი სო­ფელ­ში, ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ქვევ­რი­დან უკვე ამოს­ვე­ნე­ბუ­ლი იყო და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი იყო. ახლა პრო­ზექ­ტუ­რა­ში არი­ან ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ტრა­გე­დია მსხვი­ლი­ძე­ე­ბის სახ­ლში დატ­რი­ალ­და.

ორი ადამიანი ქვევრში გაიგუდა – სად მოხდა უბედური შემთხვევა?!

ამ ოჯახ­ში არა­ყი უნდა გა­მო­ე­ხა­დათ, შარ­შან, ქვევრში ჩაყ­რი­ლი ჰქო­ნი­ათ ჭაჭა არ­ყის გა­მო­სახ­დე­ლად და სწო­რედ ამის მო­დუ­ღე­ბას გეგ­მავ­და ოჯა­ხის უფ­რო­სი. მას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მე­ზობ­ლე­ბი, სწო­რედ ამ დროს დატ­რი­ალ­და ტრა­გე­დია. დიდი ქვევ­რია, ტო­ნა­ნა­ხევ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა და პატ­რონს იმა­ში ჰქონ­და ჭაჭა ჩაყ­რი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ეტყო­ბა ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ თავ­სა­ხუ­რის მოხ­დის შემ­დეგ უნდა ეც­ლი­ათ გა­ზის გას­ვლა, ჭა­ჭის გაზი უნდა ამო­სუ­ლი­ყო იქი­დან, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ ამო­ვი­დო­და, მა­ნამ­დე იქ არა­ვინ არ უნდა ჩა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ…
27 წლის ბენო კუჭავა ქვევრში მალევე ცუდად გამხდარა, იქვე მდგარა მეზობელი, ბადრი ჩილაშვილი. როგორც ჩანს, ბადრი შეეცადა მისი შვილის ტოლ ბიჭს დახმარებოდა. ეიფორიაში ეტყობა, მანაც ვერ გათვალა, ის რატომ გახდა ცუდად, რომ ამის მიზეზი ქვევრში დაგროვილი გაზი იყო და მის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ორივე ადგილზე გაიგუდა. არ ვიცი რა რაოდენობის იყო ქვევრში ჭაჭა, როგორ ამბობენ, სადღაც ნახევარზე იქნებოდა ტონანახევრიან ქვევრშიო. ბენო ეტყობა იქიდან ცდილობდა ჭაჭის ამოღებას. ქვევრში ვინახავთ ხოლმე არყისთვის ჭაჭას, რომ ჩაყრი და თავს დაახურავ შეგიძლია მეორე, მესამე წელსაც გამოხადო არაყი, ჭაჭის გაზი ინახავს, როცა დახურულია. გაუგებრობით მოხდა ეს ტრაგედია, ვერ გათვალეს, რომ ასეთი უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო. ბენო მეზობლად ცხოვრობს, ეხმარებოდა მსხვილიძეებს. იმერეთში ვეხმარებით მეზობლები ერთმანეთს და ასეთი საშინელება დატრიალდა. საშინელ დღეშია ის მეზობელი, რომლის სახლში ეს ფაქტი მოხდა, თავს იკლავდა ისეთ დღეში იყო.

– ამ დროს პატრონი სახლში იმყოფებოდა?

– პატრონი წასულა წყლის ნასოსის მოსატანად, იმით ამოვტუმბავთო უფიქრია, ეტყობა ამ დროს ჩავიდა ბენო, არ დაელოდა მის დაბრუნებას. ერთი ჩაყლაპვა საკმარისია, ისეთი გაზი აქვს ამას, ეტყობა ვეღარ ამოისუნთქა ქვევრში, დახურულ ადგილას რომ იყო, ჰაერზე რომ ყოფილიყო რაღაცნაირად ამოისუნთქავდა, მომენტის ამბავია, მალევე მიხვდა ბადრი ალბათ, რომ ბიჭი ცუდად გახდა და დასახმარებლად ჩასული ისიც გარდაიცვალა. მანაც ეტყობა გადაყლაპა გაზი, ორივე გაგუდულები არიან. ვერ იფიქრა ეტყობა უცებ ამ ეიფორიაში, რომ გაზით იყო მოწამლული ბენო და ისიც ჩავიდა. 5- 10 წუთში მივიდნენ მეზობლებიც, მომენტალურად მოხდა ყველაფერი, ისეთი მხუთავი აირია, მაშინათვე ცუდად ხდება ადამიანი. მახსოვს, მამაჩემი ქვევრს 2-3 დღე ღიას ტოვებდა, რომ გაზი ამოსულიყო ქვევრიდან, დაიცლებოდა გაზისგან და ამის შემდეგ მიშვებდა შიგნით ქვევრში ჭაჭის ამოსატანად, მერე ვედროთი ვიღებდი ჭაჭას. თავღია უნდა ყოფილიყო, სანამ ბოლომდე არ განთავისუფლდებოდა გაზისგან, არ უნდა ჩასულიყვნენ იქ. პატრონს წყლის ნასოსით ჭაჭის ნაწილი რომ ამოეტუმბა, მერე რაც დარჩებოდა იმას არ ექნებოდა ამდენი რაოდენობის გაზი და ამ უბედურებას გადაურჩებოდნენ. დაწყებულიც კი არ ჰქონდათ არყის გამოხდა, მოკლებული რომ ყოფილიყო რაღაც რაოდენობა, მაშინ ამ რაოდენობის გაზი არ იქნებოდა. როგორც ჩანს, ნახევარზე იყო ჭაჭა და იმის ამოღებას შეეცადნენ. ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მთელი სოფელი განიცდის. ბენო დაოჯახებული არ არის, ბადრი 62 წლის არის, ჰყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. შემთხვევის ადგილზე რომ მივედი ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ზედმეტი კითხვის დასმის დრო არ იყო,. უფრო მეტი დეტალი ვერც გამოვიკითხე, ფაქტია ორი ადამიანი აღარ გვყავს, მათი ცხედრები უკვე ამოსვენებულია ქვევრიდან და ახლა პროზექტურაში არიან გადასვენებულები. დახურულ სივრცეში გაიგუდნენ. სიკვდილს აბა ვინ წარმოიდგენდა. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, მშრომელი, წესიერი და ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ დიმში ტარიელ ყიფიანი.

ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, მიმდინარეობს გამოძიება.

(სპეციალურად საიტისთვის)

ავტორი: თეა ხურცილავა
წყარო კვირის პალიტრა

უახლესი ამბები:

“დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო“ – 4 წლის ბიჭის ცხედარი იდენტიფიცირებულია

„ვენაცვალე კომუნისტების აშენებულ სახლებს, ხელი არ ახლოთ “ხრუშჩოვკებს”, ეგ კიდევ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს, “არქებს” მიხედეთ…“- წყალმა ახალაშენებული კორპუსი ერთიანად ჩარეცხა (ვიდეო+2)

”დღეს ამ ლამაზმა ქალმა დაგვტოვა და წავიდა……” – გიორგი ვარდოსანიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

,,ვზივარ თავზარდაცემული და გაყინული… მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება” – ახალგაზრდა უეცრად გარდაიცვალა

“ლამაზი დედა-შვილი” – ნინი ბადურაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს

“ეს დაცინვა როგორ შევარჩინო, გიო, არ ვიცი” – რას წერს შოვში დაკარგული მოზარდის ახლობელი

,,არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი…” – ნიკა გვარამია

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

 

Cesko