“ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი…” – დიმიტრი მედვედევი

0
1027
24 Views

რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა რუ­სე­თის კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად აღიქ­მე­ბა – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი  მე­დია ავ­რცე­ლებს.

“ყვე­ლა­ფე­რი, რაც ქარ­თულ კულ­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად აღიქ­მე­ბა რო­გორც ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი… თუ ინ­ტერ­ნეტ­ში ეძებთ მწვადს ან რა­ი­მე მსგავსს, მა­შინ უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში ის აღიქ­მე­ბა არა რო­გორც კავ­კა­სი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნა­წი­ლად, არა­მედ რო­გორც სრუ­ლი­ად რუ­სუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნა­წი­ლი… იგი­ვე ეხე­ბა მუ­სი­კას და ელი­ტებს, მათ შო­რის კულ­ტუ­რულს” – გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

გარ­და ამი­სა, მედ­ვე­დე­ვის თქმით, რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო ისევ იმე­გობ­რე­ბენ.

ჟურნ­ნა­ლის­ტმა მედ­ვე­დევს ჰკი­თხვა: “დად­გე­ბა თუ არა დრო, როცა ქვეყ­ნე­ბი მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან”, რა­ზეც მედ­ვე­დევ­მა მი­უ­გო: “ასე­თი დრო რა თქმა უნდა დად­გე­ბა. თუმ­ცა რო­დის – არ ვიცი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს დრო შორს არ არის“.

Cesko