„დიახ, არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს” – რას წერს ცნობილი ვიდეოს შესახებ ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე?

0
1826
87 Views

რამ­დე­ნი­მე დღეა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ჩაც­მის სტი­ლის გამო, ერთი ქალი მე­ო­რეს შე­ნიშ­ვნას აძ­ლევს, რაც სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

(ვიდეო) ვხვდები რომ არა ხარ ნორმალური – ავტობუსში დაპირისპირების ახალი კადრები მოკლე შორტების გამო

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი აკ­რი­ტი­კებს იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მის­თვის უც­ნობ მო­ქა­ლა­ქეს აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე შე­ნიშ­ვნას აძ­ლევს, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც სხვაგ­ვა­რი მო­საზ­რე­ბა აქვთ. მათ შო­რის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი რო­მან დო­ლი­ძეა, რო­მე­ლიც ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერილს აქ­ვეყ­ნებს.

“ვი­დეო სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით რომ არ გავ­რცელ­დეს, აქვე და­ვურ­თავ: შე­ნიშ­ვნა ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა იყოს, უად­გი­ლო, უმი­ზე­ზო, უსა­მარ­თლოც კი, რა­მაც თა­ვის­თა­ვად შე­იძ­ლე­ბა გული გვატ­კი­ნოს, მაგ­რამ ხში­რად ჩვე­ნი რე­აქ­ცია, სი­ტყვა და საქ­ცი­ე­ლი ჩვენს ში­ნა­გან კულ­ტუ­რა­ზეც მე­ტყვე­ლებს.

ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა ჩა­იც­ვას და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ისე, რო­გორც მას სურს, მაგ­რამ ამ ში­ნა­გან­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბამ არ უნდა გა­ი­ა­როს, არც ერთი მხა­რის და მით უფრო, უფ­რო­სი თა­ო­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ზე!

კარ­გად მეს­მის, რომ მე არ ვა­კე­თებ “პო­პუ­ლა­რულ” გან­ცხა­დე­ბას, მაგ­რამ ეს უკა­ნას­კნე­ლი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან ყო­ველ­თვის ვამ­ბობ იმას, რა­საც ვფიქ­რობ და რი­სიც მჯე­რა. რო­გო­რი მი­უ­ღე­ბე­ლიც არ უნდა იყოს ოპო­ნენ­ტის აზრი, სა­შინ­ლად არ მომ­წონს სა­უბ­რის ის ტონი და ლექ­სი­კა, რო­მელ­საც ამ კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­ში ვის­მენ!

და დიახ! არ მინ­და, ჩემი შვი­ლი ასე იქ­ცე­ო­დეს”, – წერს რო­მან დო­ლი­ძე.

უახლესი ამბები:

ბათუმში 22 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი ნახეს! – ირაკლი მარტვილიდან ბათუმში სამუშაოდ იყო ჩასული…

ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა – „ბათუმის წყალი“

(ვიდეო) ბათუმში სანაპიროსთან რაღაცამ ამოხეთქა – იხილეთ უცნაური კადრები

(ვიდეო) ბათუმში სანაპიროსთან რაღაცამ ამოხეთქა – იხილეთ უცნაური კადრები

(ვიდეო) უმძიმესი კადრები: შოვში ტრაგიკულად დაღუპული დედა და სამი შვილი დაკრძალეს

“გვიკვირს რომ აფხაზები და ოსები ორჭოფობენ დედა-საქართველოსთან დაბრუნებას? გაგახსენოთ რას ხედავენ ენგურს იქით?…”- ლალი მოროშკინა

Cesko