შოვის მწყერში მოყოლილი გვანცა ბუბაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
ის შოვში ორ მეგობართან, ნინი კენჭაძესთან და სალომე ხეთაგურთან ერთად ისვენებდა. სამწუხაროდ, სტიქიის შედეგად, სამივე მათგანი დაიღუპა.
ვანცა ბუბაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნიან.
„მეგონა…. მეგონა… მართლა მეგონა საოცრება მოხდებოდა… მართლა მეგონა ვეღარ ვიტირებდი. მართლა მეგონა სასწაული მოხდებოდა და შენ გამოჩნდებოდი…
ლოგიკა დაჟინებით ამტკიცებდა, ნუ ელი, ეგ მაშინვე დამთავრდაო, მაგრამ აზრი, გონი, სული, გული, სიყვარული, გრძნობა, მონატრება, მოგონება – აი, ამდენი რამ არ ეთანხმებოდა, მაგრამ ისევ ამ “მძიმე” ლოგიკამ გვაჯობა…
აქ უნდა დავხურო ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილის კარი და ჩავაბარო მოგონებას ის შეგინახავს, ისევ პატარას, ისევ ლამაზს, ისევ თბილს და მოსიყვარულეს.
ჩვენ ვერ გავხდებით ერთი ასაკის…. ვეღარ დამეწევი… შენ სულ პატარა, სიფრიფანა ფერია იქნები…
ნუგეში ერთია – ჩვენ ისევ შევხვდებით, ოღონდ სხვაგან, სხვა მოცემულობაში… მხოლოდ დროებით გვაშორებს დრო… და უნდა ავიტანოთ.
ახლა მხოლოდ ლოდინის დროა… ულმობელი, დაუსრულებელი და თვალებდაჭყეტილი ლოდინის დრო. შენ დარჩი რაჭაში…..შევხვდებით “იმიერ” რაჭაში, ჩემო პატარავ“,- წერენ სოცქსელში.
ბოლო ახალი ამბები:
„აბიტურიენტების საყურადღებოდ!“ – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
“მესამედ დალოცვის შემდეგ ბავშვს სმენა დაუბრუნდა” – საქართველოში მომხდარი უდიდესი სასწაული
“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება