ვრცელდება სტიქიის პირველ წუთებში გადაღებული აქამდე უცნობი ფოტო – „როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი… მახსოვს მთა, რომელიც მოგვდევდა“

0
959
31 Views

შო­ვის სტი­ქი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლის მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით ჩეხი ტუ­რის­ტე­ბის მი­ე­რაა გა­და­ღე­ბუ­ლი და ასა­ხავს სტი­ქი­ის პირ­ველ წუ­თებს:

„რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვიაზრებ შოვის სტიქიის სიმძაფრეს. დღეს მთელი დღე შოვზე მეფიქრება და გადავწყვიტე რუკაზე მომეძებნა ადგილები სად ვიყავით და რამდენი ვირბინეთ და რეალური სურათი უბრალოდ წარმოუდგენელია.

წითლად მონიშნულია ადგილი სადაც ოჯახური პიკნიკი გვქონდა სტიქიის დაწყების დროს და ყვითლად ჩვენი სირბილის ტრაექტორია. არ მჯერაა!! ჩვენი სირბილის პარალელურად მიქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები. ამ დაღმართზე შოთა ბავშვით ხელში მორბოდა!

მახსოვს გზაში დაცემა და წამოდგომის მომენტში ერთი წამით დანახული მთა, რომელიც მოგვსდევდა…
მერე გადახტომა საშინელ მწვანე ღობეზე და ბოლოს მივაღწიეთ კალცის ხიდზე, სადაც უკვე მეწყერი ჩვენც მოგვწვდა… ჩემი ქმარი ჩემი გმირია, სასწაული შეძლო! ამ უბედური სტიქიიდან კოტიკო ისე გამოიყვანა, რომ ნაკაწრიც არ ჰქონდა! არ მაძლევდა დანებების საშუალებას და ზურგზე მოსმულ ბავშვთან ერთად ლაფში მუხლამდე ჩაფლული ამოვყავდი…
როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი“.

ბოლო ახალი ამბები:

ანზორ მელია მოსახლეობას აფრთხილებს

„აბიტურიენტების საყურადღებოდ!“ – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

შოვში, დიდი ალბათობით, ზაზა მესხის ცხედარს მიაკვლიეს – „გუშინ იპოვეს კაცის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა”

“შევხედე მამა გაბრიელს და ის მიწიდან ჰაერში იყო აწეული, თითი ტუჩზე მიიდო და…” – სასწაულებს ბერი გაბრიელ სალოსის სულიერი შვილი გვიყვება

“მესამედ დალოცვის შემდეგ ბავშვს სმენა დაუბრუნდა” – საქართველოში მომხდარი უდიდესი სასწაული

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

 

 

Cesko