“თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“

0
779
27 Views

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს.

მისი თქმით, ეს შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

მედვედევი აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა.

„2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო.

ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, – აღნიშნა მედვედევმა.

მედვედევმა აღნიშნა, რომ დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი შემობრუნება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო.

 

Cesko