აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც მედიისთვის განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოში რადიკალური ჯგუფები რევანშისთვის ემზადებიან.
“საზღვარზე შედარებით მშვიდი და სტაბილური სიტუაციაა, თუმცა ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ რა ხდება საქართველოს თავს. სამწუხაროდ, საქართველოს შეიარაღებულ ძალების მოდერნიზაციაზე დანახარჯები მნიშვნელოვანია, რაც საგანგაშო სიგნალია ჩვენთვის. საგანაგაშოა ისიც, რომ ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. საგანგაშო სიგნალია ისიც, რომ ქართული რადიკალური ჯგუფები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეს.
კარგად ვიცით ისიც, რომ ისეთი ხალხი, როგორიც სააკაშვილია, ელოდებიან მათ დაბრუნებას საქართველოში იმისთვის, რომ ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და პირველი, რის გაკეთებასაც გეგმავენ [ეს ჩვენი ინფორმაციაა], არის პროვოკაცია სწორედ საზღვარზე და ამერიკელების დავალებით შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივება. ბატონ სააკაშვილს კი, მაგ გამოთაყვანებულს [უკაცრავად გამოთქმისთვის], სურს რევანში, თუმცა, ცხადია, არ იქნება არანაირი რევანში – დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევაგროვოთ საჭირო ოპერატიული ინფორმაცია [რასაც ვაკეთებთ], გავაკეთოთ სერიოზული ანალიზი და დასკვნები და მივიღოთ დროული, შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – ამბობს არძინბა.