39 Views
ანი გიუნტერი ჟურნალ„ თბილისელებთან“ აღნიშნავს, რომ არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი, ასევე მოტაცების:
„ხან საიდან ვიპარებოდი და ხან საიდან. მანქანიდანაც გადავმხტარვარ და მეორე სართულიდანაც კი. წიხლიც ჩაურტყამთ თავში ისე, რომ ტვინის შერყევა მქონდა, ანუ თუ არ გამომყვები, ისეთი ლამაზი ვეღარ ივლი, ან სახე უნდა დაგიმახინჯო, ან ფეხი მოგტეხო, ან ხელიო. მანამდე აგრესიული გამოვლინება არ ჰქონდა და როგორც კი მეორე სართულიდან გადავხტი და გაქცევა ვცადე, ეგრევე ძალადობაზე გადავიდა. ერთი კონსერვატორიაში მომივარდა, იყო სროლა და ჩემს ლექტორს ფიზიკურადაც გაუსწორდა… ლექტორი გამილახა იმის გამო, რომ არ შევხვდი…“
ასევე გთავაზობთ: