ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება დადასტურდა… – რა თხოვნა აქვს გარდაცვლილის დედას?

0
2111
27 Views

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება.

ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს:

„ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს.

და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა:

გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“.
ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი.

ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. მაშველები კვლავაც ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა პოლიკოვსკას ასევე არასრულწლოვან ბიჭს.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ცხედარი. დაკარგულია 6 ადამიანი.

წყარო: რადიო თავისუფლება

Cesko