ვინ არის ივან ლებეხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება და ვინ დგას მისი ვიდეო-მიმართვის უკან

0
1688
29 Views

ბოლო პერიოდში, “ტვიტერსა” და “ტელეგრამ” არხებზე ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ამსახველი ვიდეოები ქვეყნდება.

დადგინდა, რომ ეს მამაკაცი კიევში მცხოვრები ივან ლებეხია, ჩანაწერი კი, სავარაუდოდ არა საქართველოში, არამედ უკრაინაშია გაკეთებული. “კურიერმა” გაარკვია, რომ ამ სახელით და გვარით პიროვნებას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ქვეყანაში შუღლის გაღვივებას და ვითარების დაძაბვას ისახავს მიზნად. “ქართულ ოცნებაში” არ გამორიცხავენ, რომ ამ კამპანიის უკან გარკვეული ძალები იდგნენ, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან. მმართველი პარტია საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს.

მმართველი გუნდის განცხადებები სანდო არ არის ოპოზიციისთვის. “ნაციონალური მოძრაობა” ირწმუნება, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს პრორუსული პოლიტიკის გაძლიერებას.

ივან ლებეხის მიერ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი ვიდეო, სადაც ის ქართველების აგრესიულ ქცევაზე საუბრობს – მალევე “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გააზიარა ჟურნალისტმა ალექსანდრე სოტნიკმა. გაზიარებული ჩანაწერის აღწერაში, ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ მამაკაცი რუსეთის მოქალაქეა (რომელიც მობილიზაციას გაექცა – რედ.) და საჭიროა მისი დასჯა. იმავე შინაარსით გაზიარდა ვიდეო ათობით უკრაინულ და მასთან დაკავშირებულ ქართულ პლატფორმებზე.

რაში სჭირდებოდა კონკრეტულ ვებ-გვერდებს ამ ვიდეო მიმართვის ინტერპრეტირება და გავრცელება, უცნობია. მათი იდენტიფიცირება საპარლამენტო უმრავლესობას აფიქრებინებს, რომ მსგავსი დეზინფორმაციების უკან ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე და ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე დგას.

სკანდალური ვიდეოს გარდა, სოციალური ქსელის იმავე გვერდებზე ხშირად ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. მასალები ძირითადად შეიცავს ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობებს.

წყარო: „რუსთავი2“

Cesko