29 Views
რუსთავში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ, ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 14 წლის ბავშვს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოზარდი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინფო რუსთავი