საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ადამიანის ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ში იპოვეს.
მღებრიშვილის თქმით, ხვალ ძებნის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.
მოხერხდა სამი ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში და გადასვენებულია პროზექტურაში სამივე ცხედარი. გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური. პირველი ნაპოვნი ცხედარი იყო დაახლოებით, 20 კმ მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან, დანარჩენი 2 ცხედარი 2 კმ მოშორებით იყო, დააახლოებით, ერთმანეთის გვერდით 200 მეტრის რადიუსით. ეს არის, სავარაუდოდ, პირველივე ძლიერი ტალღის შედეგად წამოღებული ადამიანების ცხედრები. ხვალ 54 კმ სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული, ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურად გაშლილია,“ – ამბობს მღებრიშვილი.
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. დილის შემდეგ მაშველებმა კიდევ ორი ცხედრის ამოსვენება შეძლეს. ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტებიც.
ვრცელდება კადრები, როგორ იპოვეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი