47 Views
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ფონიჭალის მონაკვეთზე, ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 19 წლის ბიჭი, ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.