“ალა ლუშულ კანონჩ” – თვითაღიარებული მწერლების კოორდინირებული ფეისბუქ პოსტები ქეთევან დუმბაძის წინააღმდეგ

0
799
31 Views

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მწერალთა სახლს ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, “ქართული ოცნების” წევრი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს, ე.წ მწერლები მის წინააღმდეგ კოორდინირებულად ამხედრდნენ და ამის დასტურად, სოციალურ ქსელში, ფაქტობრივად მსგავსი ტექსტები გამოაქვეყნეს და ქეთევან დუმბაძის წინააღმდეგ ის არგუმენტი მოჰყავთ, რომ მან ხმა მისცა “რუსულ კანონს”.

მათი თქმით, ყოფილი დირექტორის, ნატაშა ლომოურის პირობებში მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ, რისი იმედიც ქეთევან დუმბაძის შემთხვევაში არ აქვთ და ამბობენ, რომ ორგანიზაცია გადაიქცევა პარტიული დავალებების შემსრულებლად.

აჯანყებულ მწერლებს შორის არიან ლაშა ბუღაძე და კოლექტიური ლაშა ბუღაძეები, რომელთა ფეისბუქ გვერდებზე გადასვლისას ნაკლება, ან საერთოდ ვერ ნახავთ საქართველოს დროშას, თუმცა, უხვად ნახავთ უცხო ქვეყნის დროშებს და დითირამბებს უცხო ქვეყნის ლიდერების მიმართ.

ავტორი: დოდო ჯონჯოლაშვილი (ბლოგერი)

Cesko