საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდინარე იორში 13 წლის დათა მამუჩაშვილი დაიხრჩო.
სოციალურ ქსელში, შოთო სიხარულიძე მოზარდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„გლოვობს ჩემი საგარეჯო. გარდაიცვალა 13 წლის დათა მამუჩიშვილი. გლოვის ზარია საგარეჯოში. ემიგრანტი დედა და მამა გამწარდა ისევ, შვილის უბედურებით.
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ეჰ გული გამიჩერდა… საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა… როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში… ძალიან სამწუხაროა.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა პრინცის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.
ღმერთო, ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთო, რატომ დაუშვი ასეთი საშინელება. როგორ ძალიან ვწუხვარ, ნათელში განისვენე პატარა, შენ ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა.
სული მეწვის, გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ღმერთო ჩემო. რა უსამართლობაა.
ტრაგედია, რომელსაც სახელი არ აქვს… აქ სიტყვები ძალას კარგავენ…
გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ, ახლად შესვენებული დათა. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.
მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ. მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.
უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, პატარა ანგელოზო“, – წერს შოთა სიხარულიძე.