„რა სამარცხვინოები გავხდით… აქამდე ჭირი მაინც გვაერთიანებდა, ეს სადღა წავიდა?” – რას წერს შოვში ჩასული ნოე სულაბერიძე?

0
1379
27 Views

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე შოვ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე და ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, და­პი­რის­პი­რე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, დღეს პირ­ვე­ლად ამო­ვე­დი შოვ­ში და ჩემი აზრი მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ: რა თქმა უნდა, ყვე­ლას გვეს­მის და ვი­ზი­ა­რებთ, რო­დე­საც ასე­თი უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა, თუმ­ცა თბი­ლი­სი­დან, ბა­თუ­მი­დან, ქუ­თა­ი­სი­დან და პა­რი­ზი­დან ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სხვა­ნა­ი­რად ჩანს.

ჯერ კი­დევ არ­ნა­პოვ­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის, ჭი­რი­სუფ­ლე­ბის უი­მე­დო თვა­ლე­ბის და გმი­რი მაშ­ვე­ლე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით ნა­ნერ­ვი­უ­ლე­ბი სა­ხე­ე­ბის ფონ­ზე არ­სე­ბუ­ლი გან­ცდა ამ რე­ა­ლო­ბას სხვა თვა­ლით დაგ­ვა­ნა­ხებ­და და კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე ყვე­ლა­ნა­ირ აგ­რე­სი­ულ კა­კუნს, და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტო­ბას დაგ­ვა­ვი­წყებ­და.

თუ რა თქმა უნდა კი­დევ რამე შეგ­ვრჩე­ნია.

რა სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი გავ­ხდით, ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი, სა­კუ­თა­რი წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით – მო­მენტს გა­მო­კი­დე­ბუ­ლი ჰა­ი­პის მა­ძი­ებ­ლე­ბი, სულ ერ­თია ჭი­რია თუ ლხი­ნი, თან რაც უფრო უზ­რუნ­ვე­ლად ვართ, მით უფრო მარ­ტი­ვი ხდე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სი­სა­ძაგ­ლის წერა.

დღეს ონში მამა ნოე გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­მაც და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი ფრა­ზა გა­აჟ­ღე­რა: “სი­ხა­რულს შური მოს­დევს და ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ამი­ტომ უჭირთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ჭირ­ში შური არაა”. ის მა­ინც გვქონ­და აქამ­დე (ამის ბოლო მა­გა­ლი­თი 2015 წლის 13 ივ­ნი­სია) რომ ჭირი გვა­ერ­თი­ა­ნებ­და… ეს სა­დღა წა­ვი­და? ალ­ბათ დავ­კარ­გეთ… ადა­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად”, – წერს ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე.

Cesko