„სასწაული, რომელზეც ვოცნებობდით, არ მოხდა“ – სტიქიის ზონაში დაკარგული და-ძმა ყარალაშვილების ცხედრები ამოიცნეს

0
1727
21 Views

სტიქიის ზონაში დაკარგული და-ძმა ყარალაშვილების ცხედრები ამოიცნეს. ინფორმაციები ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ბოლო წამამდე იმედი მქონდა რომ გადარჩებოდა. უკარგესი, გამორჩეულად კარგი ადამიანი იყო გიორგი ყარალაშვილი. პოზიტიური, ცოცხალი, გონიერი.  ყოველთვის კარგი გადაკვეთა გვქონდა. ხატავდა გრაფიტის, სწავლობდა, წინ მიდიოდა, უამრავ კარგ რამეს იმსახურებდა ცხოვრებაში. ვერაფრით ვეგუები ამ სასტიკ და საზარელ უსამართლობას რომ ასე არ გაუმართლა და უბრალოდ იქ აღმოჩნდა თავის დასთან ერთად, სადაც არ უნდა ყოფილიყო“ – წერს გუგა როგავა.

„სამწუხაროდ, საოცრება, რომელზეც ყველა ვოცნობობდით, არ მოხდა და ძალიან მაგარი მოქალაქეები, საოცარი ახალგაზრდები, და-ძმა ყარალაშვილები, გარდაცვლილები იპოვეს.

Sophie Karalashvili განსაკუთრებული გოგო იყო, თავიდანვე იგრძნობოდა ეს #იდებატეში მისი მოსვლისას. უიშვიათესად მშრომელი და მონდომებული, პოზიტიური და მეგობრული, საქართველოზე სიგიჟემდე შეყვარებული და სწორი ღირებულებების მქონე.

ახლა ბრაზი და ტკივილი მახრჩობს და არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მდგომარეობა…

თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ეს საშინელი ბრაზი და ტკივილი უნდა მივმართოთ საქმეს, რათა მომავალში გვქონდეს ისეთი ქვეყანა, რომელზეც სოფი და გიორგი ყარალაშვილი, მათი მეგობარი დავით ბერიაშვილი და სხვა გარდაცვლილი ახალგაზრდები (და არამხოლოდ ისინი) ოცნებობდნენ…“ – წერს ალექსანდრე ზიბზიბაძე.

“სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილისა და მისი დის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, უსამძიმრებს მის ოჯახს, თანაკურსელებსა და მეგობრებს.

ასევე, ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს.”

წერს თსუ

Cesko