„მამაჩემმა ამოიცნო…“ – შოვში გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანის ვინაობაა ცნობილი

0
1807
22 Views

შოვში, სადაც 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება. ამ დროის მონაცემით გარდაცვლილია 18 ადამიანი. ერთ-ერთი კი 18 წლის სამირა ისაევაა

„დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს” – ამბობს გარდაცვლილის ძმა.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.

ადგილზე მოქალაქეები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ და მათთან კონტაქტზე ვერ გადიან.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: “დაიჯესტი”

Cesko